უკრაინის სამხრეთის ძალების პრესსპიკერმა, დმიტრო პლეტენჩუკმა საკუთარ Facebook-გვერდზე დაწერა, რომ ბარენცის ზღვაში, რომელიც აქტიკის ოკეანის აუზის ნაწილია და რუსეთის ჩრდილოეთით მდებარეობს, იწვის რუსული ხომალდი ადმირალი ლევჩენკო.
პლეტენჩუკის თქმით, ხომადლის ეკიპაჟზე რამდენიმე ასეული სამხედრო იმყოფება და ისინი გადარჩენას ცდილობენ.
“იწვის მტრის ტექნიკა. კონკრეტულად, დიდი წყალქვეშანავსაწინააღმდეგო ხომალდი ადმირალი ლევჩენკო ბარენცის ზღვაში. გადარჩენისთვის ბრძოლას აგრძელებენ, იმედია, უშედეგოდ. ასე ხდება მაშინ, როცა “ზესახელმწიფო” სანქცირდება უკრაინისგან და დამოუკიდებლად ვერ მართავს ძრავებს, რომლებსაც ნიკოლაევში აწარმოებენ. 10 წელი არ ყოფილა საკმარისი ამ პრობლემის მოსაგვარებლად. ერთ-ერთ დანადგარს ცეცხლი გაუჩნდა… რომ გესმოდეთ, ეკიპაჟზე რამდენიმე ასეულია. რა თქმა უნდა [კრეისერი] მასკვა არაა, მაგრამ არც ცუდია.” – წერს პლეტენჩუკი.
უკრაინელ სამხედრო მაღალჩინოსანს არ დაუზუსტებია, თუ რამ გამოიწვია ხომალდზე ცეცხლის გაჩენა.
