პლენარულ სხდომაზე რუსული კანონის განხილვა ხვალ 12:00 საათზე გაგრძელდება

საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე რუსული კანონის განხილვა ხვალ, 12:00 საათზე გაგრძელდება. ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, დღევანდელი სხდომა კი პირველი მოსმენით კანონპროექტის კენჭისყრის გარეშე დასრულდა.
ამასთან, 17 მარტს 11:45 საათზე დანიშნულია პარლამენტის ბიუროს სხდომაც.
პარალელურად, საქართველოს პარლამენტის სასახლის მიმდებარედ რუსთაველის გამზირზე მოქალაქეთა ფართომასშტაბიანი აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეების ნაწილი შეკრებილნი არიან პარლამენტის გვერდით, ჭიჭინაძის და ჩიტაძის ქუჩებზე, ასევე პარლამენტის უკანაც.
ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და -ის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები. სპეცრაზმელებს გადაკეტილი აქვთ ჩიტაძის ქუჩა, საიდანაც სავარაუდოდ დეპუტატები დატოვებენ პარლამენტის შენობას.

ასევე დაგაინტერესებთ

პეტრე ცისკარიშვილი – ხმა უნდა მივცეთ იმ ერთიანობას, რომელსაც აქვს ხედვა, გეგმა და საქართველოს წაიყვანს ევროპისკენ, კეთილდღეობისკენ, ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ – უარი უნდა ვუთხრათ სიღარიბეს და იზოლაციას

ზურაბ ჯაფარიძე – მივმართავ ახალგაზრდებს, გავიაზროთ სად ვიმყოფებით, წლების განმავლობაში ბევრი რამ შევძელით, დავიწყეთ საუბარი ევროკავშირთან, ნატო-სთან, თავისუფალი ვაჭრობა გვაქვს, ვიზალიბერალიზაცია, თუმცა ეს ყველაფერი “ ქართული ოცნების” პირობებში საფრთხის ქვეშ დგება