პლენარული სხდომა კვორუმის არარსებობის გამო ვერ იწყება

პარლამენტის პლენარული სხდომა კვორუმის არარსებობის გამო ვერ იწყება.
კენჭისყრა ორჯერ ჩავარდა. პირველად რეგისტრაცია 71-მა დეპუტატმა გაიარა, ხოლო მეორედ – 73-მა. კვორუმისთვის 76 დეპუტატის რეგისტრაციაა საჭირო.
მესამე კენჭისყრა 15:00 საათზე დაიწყება.