მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის პირველ მატჩში საქართველოს ნაკრები თელავში ისრაელთან 29:32 დამარცხდა.
ჩვენმა გუნდმა, რომელმაც ტრავმირებული თეიმურაზ ორჯონიკიძის, ერეკლე არსენაშვილის და ზურაბ გოგავას გარეშე ითამაშა, პირველი ტაიმი 16:15 მოიგო, საბოლოოდ კი მარცხი განიცადა.
საპასუხო შეხვედრა 21 მარტს ისევ თელავში ჩატარდება. ისრაელთან გამარჯვების შემთხვევაში, საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საგზურის მოსაპოვებლად ესპანეთს დაუპირისპირდება.