პლასტმასის ბოთლებში სასმლის აკრძალვის რეგულაცია 4 წლით გადავადდება –

ივანიშვილის წარმომადგენლის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ბიზნესსექტორთან კონსულტაციების შემდეგ, მიიღეს გადაწყვეტილება, რომ პლატმასის ბოთლებში სასმლის წარმოების და რეალიზაციის რეგულაცია 4 წლით გადაავადონ.
“როგორც მოგეხსენებათ პლასტმასის მოხმარება ზიანს აყენებს როგორც ადამიანის ჯანმრთელობას, ისე გარემოს და რამდენიმე მნიშვნელოვანი ნაბიჯი უკვე გადაიდგა პლასტმასის მოხმარების შემცირების მიმართულებით, ეს პროცესი ეტაპობრივად გაგრძელდება.
თუმცა, ამავდროულად ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ ამ პროცესთან დაკავშირებული გვერდითი ფაქტორები, მათ შორის არის ბიზნესის სუბიექტური ინტერესები, ასევე კონკრეტული რეგულაციის შესაძლო გავლენა სამომხმარებლო ფასებზე.
ბიზნესსექტორთან გვქონდა აქტიური კონსულტაციები და ამ კონსულტაციების შემდეგ, მივიღეთ გადაწყვეტილება პლასტმასის ბოთლებში სასმლის წარმოების, იმპორტისა და ბაზარზე განთავსების რეგულაციის ამოქმედება გადავავადოთ 4 წლით, 2031 წლის პირველ თებერვლამდე” – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
შეიძლება გადავავადოთ, შეიძლება შევცვალოთ – პლასტმასის აკრძალვაზე
გარემოს დაცვის სამინისტროს ცნობით, ივანიშვილის მთავრობამ მიიღო დადგენილება, რომ 2026 წლის 1 ივლისიდან აიკრძალება საზოგადოებრივი კვების ობიექტების მიერ მომხმარებლისთვის პლასტმასის ბოთლებით სასმელის მიწოდება, ხოლო 2027 წლის 1 თებერვლიდან აიკრძალება პლასტმასის ბოთლებში სასმელების წარმოება (გარდა ექსპორტის მიზნით), იმპორტი და ბაზარზე განთავსება. დადგენილებით გათვალისწინებულია გამონაკლისებიც. კერძოდ, აკრძალვა არ გავრცელდება 3 ლიტრი და მეტი მოცულობის სასმელ წყალზე, ასევე 20 ლიტრი და მეტი მოცულობის სასმელებზე (არაალკოჰოლური და ალკოჰოლური, გამაგრილებელი და სხვა).
შესაძლოა, სასმელების, მათ შორის, წყლის პლასტმასის ბოთლებით გაყიდვა აიკრძალოს
გამონაკლისი ასევე ვრცელდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს თავდაცვის ძალებისა და სამხედრო მოსამსახურეების. გარდა ამისა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, სოლომონ პავლიაშვილმა რუსთავი 2-ის ეთერში განაცხადა, რომ ოცნება ერთჯერადი და მრავალჯერადი პარკების შეზღუდვასაც აპირებს.
კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას დამფუძნებელმა, თემურ ჭყონიამ 13 მარტს BMG-ისთვის მიცემულ ინტერვიუში პლასტიკის ბოთლებში სასმლის გაყიდვის აკრძალვაზე ისაუბრა და თქვა, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება სასმელების ინდუსტრიას “25 წლით უკან დასწევს”. ჭყონიას თქმით, ეს საკითხი არცერთ ბიზნესმენთან შეთანხმებული არ ყოფილა და შეხვედრა არ გამართულა.”
სხვა მიმართულების განვითარების სივრცე ჩნდება – სონღულაშვილი პლასტიკის ბოთლების აკრძალვაზე
პაპაშვილი პლასტმასის ბოთლების აკრძალვაზე: რა თქმა უნდა, ფასი მოიმატებს