„პლასტმასზე საერთოდ უარი უნდა ვთქვათ და მარკეტებში პლასტმასში განთავსებული სასმელები არ უნდა გაიყიდოს“ – სოლომონ პავლიაშვილი

ჩვენ ვფიქრობთ, რომ პლასტმასზე საერთოდ უნდა ვთქვათ უარი და მარკეტებში პლასტმასში განთავსებული სასმელები არ უნდა გაიყიდოს. ეს უნდა იყოს იმ რეგულაციების შემდეგი ნაწილი, რომელიც უკვე ხორციელდება მთავრობის მიერ, – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ სოლომონ პავლიაშვილმა გადაცემა “ბიზნესპარტნიორში” განაცხადა.
მისივე ინფორმაციით, აღნიშნული ჯერჯერობით ინიციატივაა, თუმცა სავარაუდოდ, მომდევნო წლიდან ამოქმედდება.
“ცვლილებების პროექტი, რომელიც პლასტმასის მასალაში შეფუთული სურსათის ეტაპობრივ აკრძალვას ითვალისწინებს, ორ ეტაპად ამოქმედდება და შეეხება როგორც საზოგადოებრივი კვების ობიექტებს, ისე წარმოებასა და იმპორტს. გამონაკლისის სახით მზესუმზირას ზეთი და 10 ლიტრზე მეტი მოცულობის სასმელი წყალი რჩება. აღნიშნული აკრძალვა 1-ელი ივლისიდან ამოქმედდება. სასტუმროებში, კვების ობიექტებში, სარესტორნე ქსელებში არ უნდა მოხდეს პლასტმასში განთავსებული სასმელების გამოყენება.
ჩვენ ეტაპობრივად მივდივართ, რადგან ბიზნესს რეგულაციები არ დააწვეს წნეხად. კარგად გვესმის რა რაოდენობაა ნაწარმოები,მაგრამ აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ექსპორტი არ იზღუდება. მათ ექსპორტის მიზნებისთვის ნებისმიერ მიმართულებაში შეუძლიათ წარმოება. მათ შორის, ერთჯერადი, კონტეინერები და სხვა. ჩვენ მზესუმზირის ზეთზე თავი შევიკავეთ, რადგან სამომხმარებლო კალათაში ერთ-ერთი განმსაზღვრელია და ერთჯერადად შესაძლოა ეს პროდუქტი მასალის გამო გაძვირდეს, ამიტომ თავი შევიკავეთ. რაც შეეხება წყალს 10 ლიტრის ზემოთ გამონაკლისებში რჩება, რადგან ხანდახან დეფიციტურია და ხშირად არის მიწოდება შეფერხებული და სწორედ ამიტომ მოსახლეობას მივეცით საშუალება, რომ გამოიყენონ 10 ლიტრზე მეტი პლასტმასის პროდუქცია”, – აცხადებს სოლომონ პავლიაშვილი.
მანვე აღნიშნა, რომ ბიზნესს საკმარისი ვადა აქვს მიცემული იმისთვის, რომ აღნიშნული რეგულაციები გაითვალისწინონ.
წყარო: ბიზნესპარტნიორი

ასევე დაგაინტერესებთ

ბექა ქურხული: და რაკი წერა კითხვაზეც მწყრალად ხართ, ვიდრე მიჩივლებთ, ვინმეს ილია ჭავჭავაძის “კაცია ადამიანი” წააკითხეთ თქვე საწყლებო, იქ წერია ეგ სუტ კნეინა ვინც იყო და რასაც ნიშნავს! (ვიდეო)

ლაშა ფარულავა – 20 ივნისის სისხლიან ღამეზე პასუხისმგებელია არა გახარია ან ღარიბაშვილი, არამედ ბიძინა ივანიშვილია, ის არის ამ ორკესტრის დირიჟორი და ამ ყველაფერზე პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღება მოუწევს – დღეს, ყველას გეპატიჟებით „ღირსების მარშზე“

ქეთევან შავლიაშვილი: 72 წლის ექიმისთვის 5-წლიანი პატიმრობის მისჯა არის არა მხოლოდ ერთი კონკრეტული ადამიანის, არამედ მთელი სამედიცინო საზოგადოებისა და პროფესიული ღირსების შეურაცხყოფა