“პლასტიკური ოპერაციაც რომ გაიკეთო, ჩრდ. კორეაშიც რომ გადაიმალო, გიპოვი” – ვანო ნადირაძე “ხარებას”

“პროტესტისთვის ადგილზე რომ ეცემათ, სხვისი შვილები სცემეს. უბრალოდ მხოლოდ იმის გამო რომ სცემეს თან ესე სასტიკად, რომ ჩემი შვილი იყო, ესე გამწარებისთვის. არ ვიცი, არ ვიცი, ძალიან ცუდად დაუმთავრდებათ, თვითონ, პირადად უშუალოდ ხარებას, რომელიც კარგად მიცნობს. არის გაბრაზებული ერი და მათ შორის მეც ვარ ძალიან გაბრაზებული, მაგრამ ვარ კიდევ გამწარებული მშობელი, გამწარებული მამა. მამა, რომელსაც გააჩნია რესურსიც, საშუალებაც და ძალაც, თუნდაც შორიდან, რომ დასაჯოს სათანადოდ ვიმეორებ სათანადოდ კანონ გარეშე, არა კანონით. მაგრამ იმის გამო, რომ ჩვენ ლამაზ თაობას, ახალ თაობას სწორი გზა აქვს არჩეული ბრძოლისთვის, მე არ მინდა ახლა რაიმე ქმედებით ხელი შევუშალო, რომ ჩირქი მოსცხონ ამ რუსმა “კგბშნიკებმა” და რაღაცა შავი პიარი აუგორონ. ამიტომ დაველოდები იმ მომენტს, რომ ჩვენმა თაობამ სწორი გზით რითაც მიდის და ვიცი რომ გაიმარჯვებს, დაველოდები იმ მომენტს, როცა ჩემი დრო დაგდება. პლასტიკური ოპერაციაც რომ გაიკეთოს, ჩრდ. კორეაშიც რომ გადაიმალოს იქაც ვიპოვი.”

ასევე დაგაინტერესებთ

შსს – მივმართავთ უკრაინას, დაუყოვნებლივ მიიღოს ზომები ე.წ. ნეიტრალურ ზონაში მყოფი საკუთარი მოქალაქეების დასაბრუნებლად – პროცესის ხელოვნურად გაჭიანურება აჩენს ეჭვს, რომ სურთ, ქართული მხარე იძულებული გახდეს, ისინი სახელმწიფო საზღვარზე დაუშვას

სალომე ზურაბიშვილი ტრამპს, ფაშინიანს და ალიევს – თქვენი წარმატება კავკასიაში მშვიდობისა და პროგრესის წარმატებაა – ქართველებმა მშვიდობისა და დამოუკიდებლობის ფასი იციან და ამ დიდ მიღწევას აფასებენ