პიტ ჰეგსეტი – აგრესორია – -ს პრეზიდენტი მშვიდობის მომხრეა ამ კონფლიქტში

რუსეთმა და შეერთებულმა შტატებმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ორმხრივი კონსულტაციები სტამბოლიდან მოსკოვში გადაიტანონ, – ამის შესახებ ვაშინგტონში რუსეთის ახალმა ელჩმა ალექსანდრე დარჩიევმა რუსულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.

კითხვაზე, დგამს თუ არა -ის ამჟამინდელი ადმინისტრაცია კონკრეტულ ნაბიჯებს რუსეთთან ურთიერთობების გაუმჯობესების მიზნით და როდის და სად იგეგმება ორი ქვეყნის დიპლომატიური მისიების ფუნქციონირების აღდგენის შესახებ კონსულტაციების შემდეგი რაუნდის ჩატარება, ელჩმა უპასუხა:

„მე უკვე ვთქვი, რომ რუსეთ-აშშ-ის ურთიერთობების სრულ ნორმალიზებამდე ჯერ კიდევ გრძელი გზაა გასავლელი და ეს პროცესი რთულია, რადგან მას ხელს უშლიან არა მხოლოდ თეთრი სახლის ოპონენტები – ანუ „დიფ სთეითი“, არამედ გარკვეული „ქორებიც“ კონგრესში, სადაც ძლიერი ანტირუსული ლობი შეიქმნა“, – აღნიშნა დარჩიევმა.

მისი თქმით, აშშ-რუსეთის ურთიერთობაში გარკვეული პროგრესი მაინც შეინიშნება.

„მნიშვნელოვანია, რომ გარკვეული პროგრესი მაინც შეინიშნება, რამაც ხელშესახები შედეგები გამოიღო, როგორიცაა 10 აპრილს სტამბოლში კონსულტაციების ბოლო რაუნდზე მიღებული წინასწარი გადაწყვეტილება მოლაპარაკებების [ორი ქვეყნის] დედაქალაქებში გადატანის შესახებ. შემიძლია დავადასტურო, რომ ორ დელეგაციას შორის შემდეგი მოლაპარაკებები უახლოეს მომავალში მოსკოვში გაიმართება“, – აღნიშნა ელჩმა.

ასევე დაგაინტერესებთ

“ასაკით ჩემზე პატარა პოლიციელი LA Na სულამანიძე კარგა ხანი დაჟინებით ცდილობდა პატარა ბნელ საკანში მის თვალწინ გამეხადა, თუ გამტეხავდა და გავიხდიდი ბუქნების გაკეთებასაც მომთხოვდა, თუმცა საბედნიეროდ ძალიან კარგად ვიცოდი რისი უფლება ჰქონდა ლანას და რისი მე”