პიტ ჰეგსეტი – პრეზიდენტ ტრამპის ბრძანებით, ნარკოტიკების გადამზიდ ორ ნავზე დარტყმა განხორციელდა – ექვსი ნარკოტერორისტი დაიღუპა

პრეზიდენტ ტრამპის ბრძანებით, ნარკოტიკების გადამზიდ ორ ნავზე დარტყმა განხორციელდა , – ინფორმაციას აშშ-ის თავდაცვის მდივანი, პიტ ჰეგსეტი ავრცელებს.
„გუშინ, პრეზიდენტ ტრამპის ბრძანებით, ტერორისტული ორგანიზაციების ორ ნავზე ორი ლეტალური კინეტიკური დარტყმა განხორციელდა. დაზვერვის მონაცემებით, ნავებს აღმოსავლეთ წყნარ ოკეანეში ნარკოტიკები გადაჰქონდათ“, – წერს პიტ ჰეგსეტი X-ზე.
ჰეგსეტის თქმით, „საერთაშორისო წყლებში განხორციელებული დარტყმების შედეგად, 6 ნარკოტერორისტი დაიღუპა“.
„დარტყმის შედეგად არცერთი ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე არ დაშავებულა“, – აცხადებს აშშ-ის თავდაცვის მდივანი.

ასევე დაგაინტერესებთ

ეკა გიგაური: დღეს კობახიძემ რომ მოინდომოს, შესაძლოა, ბიძინაც კი მოიცილოს და „ქართულ ოცნებაში“ მისთვის წინააღმდეგობის გაწევა ვერავინ გაბედოს. ამიტომ გარკვეული დროის შემდეგ კობახიძის მოცილება სრულიად ლოგიკური ნაბიჯი იქნება, თუ მან თავად არ დაასწრო