პიტ ჰეგსეტი – პრეზიდენტ ტრამპის ბრძანებით, ნარკოტიკების გადამზიდ ორ ნავზე დარტყმა განხორციელდა – ექვსი ნარკოტერორისტი დაიღუპა

პრეზიდენტ ტრამპის ბრძანებით, ნარკოტიკების გადამზიდ ორ ნავზე დარტყმა განხორციელდა , – ინფორმაციას -ის თავდაცვის მდივანი, პიტ ჰეგსეტი ავრცელებს.
„გუშინ, პრეზიდენტ ტრამპის ბრძანებით, ტერორისტული ორგანიზაციების ორ ნავზე ორი ლეტალური კინეტიკური დარტყმა განხორციელდა. დაზვერვის მონაცემებით, ნავებს აღმოსავლეთ წყნარ ოკეანეში ნარკოტიკები გადაჰქონდათ“, – წერს პიტ ჰეგსეტი X-ზე.
ჰეგსეტის თქმით, „საერთაშორისო წყლებში განხორციელებული დარტყმების შედეგად, 6 ნარკოტერორისტი დაიღუპა“.
„დარტყმის შედეგად არცერთი ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე არ დაშავებულა“, – აცხადებს -ის თავდაცვის მდივანი.