აშშ-ის თავდაცვის მინისტრის პიტ ჰეგსეთის განცხადებით, ნიკოლას მადუროსა და მისი მეუღლის დაკავების ოპერაციაში 200-მდე ამერიკელი სამხედრო მონაწილეობდა.
„ჩვენი 200-მდე საუკეთესო ამერიკელი კარაკასის ცენტრში შეიკრიბა“, – განაცხადა ჰეგსეთმა.
მისი თქმით, რუსეთის საჰაერო თავდაცვამ იმ ღამეს კარგად არ იმუშავა.
“როგორც ჩანს, რუსეთის საჰაერო თავდაცვამ არც ისე კარგად იმუშავა კარაკასის ცენტრში და დააკავეს ამერიკული მართლმსაჯულების მიერ ძებნილი ბრალდებული პირი ისე, რომ არც ერთი ამერიკელი არ დაღუპულა“ – აღნიშნა ჰეგსეთმა.




