პიტერ ფიშერი, ჰავიერ კოლომინა, მაია სანდუ, საელჩოები საქართველოს ნაკრებს გამარჯვებას ულოცავენ

26 მარტს დინამო არენაზე გამართულ თამაშზე საქართველოს ნაკრებმა საბერძნეთი პენალტების სერიაში დაამარცხა და ევროპის ჩემპიონატის საგზური ისტორიაში პირველად მოიპოვა. საქართველო და მისი საფეხბურთო ნაკრები დილიდან მილოცვებს იღებს.
საქართველოში გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი საქართველოს ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე გასვლას ულოცავს. ამის შესახებ ელჩი სოციალურ ქსელში წერს.
„ვულოცავ საქართველოს. საქართველომ გეზი აიღო გერმანიაში ევრო 2024-სკენ. იმედია იქ შევხვდებით“, – წერს ფიშერი.
საქართველოს ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე გასვლას ულოცავს სამხრეთ კავკასიაში NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი ხავიერ კოლომინა. კოლომინა წერს, რომ საქართველომ ისტორიაში პირველად მოიპოვა ევროპის თასზე ადგილი.
„საქართველომ ისტორიაში პირველად მოიპოვა ევროპის თასზე ადგილი საბერძნეთის ნაკრების დამარცხების შემდეგ პენალტების სერიაში. ვწუხვარ ჩემი ბერძენი მეგობრების გამო და მიხარია ქართველების გამო. გილოცავთ“, – წერს ხავიერ კოლომინა სოციალურ ქსელში.
საქართველოს ნაკრებს გამარჯვებას სოციალურ ქსელში ულოცავს შვედეთის საელჩო. საელჩო მილოცვის ტექსტს სოციალურ ქსელში ქართულ ენაზე ავრცელებს.
„ვულოცავთ საქართველოს ეროვნულ ნაკრებსა და ყველა გულშემატკივარს ოცნების ახდენას და ამ ისტორიულ გამარჯვებას!“, – წერს შვედეთის საელჩო სოციალურ ქსელში.
საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა გუშინ საბერძნეთი პენალტების სერიაში დაამარცხა და ევროპის ჩემპიონატის საგზური ისტორიაში პირველად მოიპოვა.
„ვულოცავთ საქართველოს ეროვნულ ნაკრებსა და ყველა გულშემატკივარს ოცნების ახდენას და ამ ისტორიულ გამარჯვებას! @GeorgiaGff @GovernmentGeo“, – წერს საელჩო სოციალურ ქსელში.
სოციალურ ქსელში ულოცავს საქართველოს ნაკერებს ევროპის ჩემპიონატზე გასვლას საქართველოში დანიის საელჩოც.
„ვულოცავ საქართველოს ეროვნულ ნაკრებს და ყველა გულშემატკივარს ამ ისტორიულ გამარჯვებას. შემდეგი გაჩერება ევროპის ჩემპიონატი“, – წერს დანიის საელჩო.
საქართველოს საბერძნეთთან გამარჯვებას და ევროპის ჩემპიონატზე გასვლას მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუც ულოცავს.
„ვულოცავ ჩვენს მეგობრებს ში, პოლონეთსა და საქართველოში უეფას ევრო 2024-ზე მოხვედრას. თქვენმა თავდაუზოგავმა შრომამ შედეგი გამოიღო. გისურვებთ წარმატებებს და დასამახსოვრებელი მომენტებით სავსე ტურნირს“, – წერს მაია სანდუ X-ზე.
საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოს ნაკრებს ოცნებისწ ახდენას ულოცვას.
„ვულოცავთ ეროვნულ ნაკრებსა და ყველა გულშემატკივარს ოცნების ახდენას.
გილოცავთ მთელ საქართველოს ამ ისტორიულ გამარჯვებას!“, – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც საელჩო სოციალურ ქსელ facebook-ზე ავრცელებს.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის საპლეიოფო ფინალში საბერძნეთს უმასპინძლა. დაძაბულ მატჩში საბოლოოდ გამარჯვება საქართველოს დარჩა. ანგარიშის ბედი პენალტების სერიაში გადაწყდა: საქართველოს ნაკრებმა 4 პენალტი გაიტანა, ხოლო ბერძნებმა მხოლოდ 2 პენალტის გატანა შეძლეს. საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე პირველ თამაშს დორტმუნდში თურქეთის ნაკრების წინააღმდეგ 18 ივლისს ჩაატარებს.