პიტერ ფიშერი – სევდიანი დღეა საქართველოში – პოლიტიკური რეპრესიები და ძალადობა იმატებს, ეს საქართველოს ევროკავშირისგან სულ უფრო მეტად აშორებს

პოლიტიკური რეპრესიები და ძალადობა იმატებს, ეს საქართველოს ევროკავშირისგან სულ უფრო მეტად აშორებს, – ამის შესახებ საქართველოში გერმანიის ელჩი, პიტერ ფიშერი X-ის საკუთარ გვერდზე წერს.
„სამწუხარო დღე საქართველოში. ბოლო კვირებში ყველა შობის დღესასწაულზე სიყვარულისა და მშვიდობის, ახალ წელს ბედნიერების და სახელმწიფო დროშის დღეს ერთიანობის შესახებ საუბრობდა. მიუხედავად ამისა, პოლიტიკური რეპრესიები და ძალადობა იმატებს. ეს საქართველოს ევროკავშირისგან სულ უფრო მეტად აშორებს. ეს ასე არ უნდა იყოს“, – წერს პიტერ ფიშერი.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი ჩომახაშვილი – მინდა, მივულოცო ირაკლი ყანდაშვილს, ადვოკატებს ვუსურვო დამოუკიდებლობა რთულ პერიოდში, რომელსაც დღეს გადის ადვოკატურა და ადამიანის უფლებები ქვეყანაში – დემოკრატიის წესები ასეთია, უმრავლესობა იმარჯვებს