პიტერ ფიშერი – ბრიუსელში ვაღწევთ შეთანხმებებსა და კომპრომისებს, რომლებიც ეყრდნობა პატიოსნებასა და ნდობას – ეს არის “ევროპული სული”

ბრიუსელში ვაღწევთ შეთანხმებებსა და კომპრომისებს, რომლებიც ეყრდნობა პატიოსნებასა და ნდობას, ეს არის “ევროპული სული“, – ასე ეხმაურება საქართველოში გერმანიის ელჩი, პიტერ ფიშერი ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომელშიც ის მადლობას უხდის 5 ქვეყანას – სლოვაკეთს, იტალიას, ესპანეთს და რუმინეთს, რომელთაც მისი თქმით, მხარი არ დაუჭირეს სანქციებს.
“ევროკავშირის რაც შეეხება. ბრიუსელში არ მივდივართ ეროვნული ინტერესების დასაცავად. ვაღწევთ შეთანხმებებსა და კომპრომისებს, რომლებიც ეყრდნობა პატიოსნებასა და ნდობას, რაც ღირებულებას ზრდის და სარგებელი მოაქვს ყველა წევრისთვის კოლექტიურად. დადებითი ჯამის თამაში. ეს არის “ევროპული სული”.
P.S. “საზოგადოების შენიშვნები” საუკეთესოა!”, – წერს ფიშერი.
ცნობისთვის, “საზოგადოების შენიშვნები” სოციალური პლატფორმა X-ის ერთ-ერთი ფუნქციაა, რომელიც ყალბი ინფორმაციის გავრცელების შემთხვევაში ემატება გამოქვეყნებულ პოსტებს. კობახიძის განცხადებას დაემატა სწორედ აღნიშნული “სოციალური შენიშვნა”, რომელიც ამბობს: “ეს განცხადება სიცრუეა, რუმინეთის, იტალიისა და ესპანეთის მთავრობებმა უარყვეს ეს განცხადებები”.

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ ქვრივიშვილი: საქართველოს ხელისუფლებამ, პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით, პარტია „ქართულმა ოცნებამ,“ მისმა პოლიტიკურმა გუნდმა და ხელმძღვანელობამ ძალიან რთულ დროში მოახერხა და გამოიმუშავა საქართველოს განვითარების ფორმულა

ირაკლი კობახიძე – ძალადობრივ ინციდენტებთან დაკავშირებით შენიშვნა მხედველობაში მისაღებია – 3-4 შემთხვევაში კონკრეტული გადაცდომები იყო, თუმცა ადამიანების იდენტიფიცირება ვერ მოხერხდა – რაც შეეხება ძალადობას, მტკნარი სიცრუეა