პიტერ სტანო: საქართველოს ევროპული მომავალი კონფლიქტის მძევლად არ უნდა იქცეს

ევროკომისიის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში პრესსპიკერი პიტერ სტანო აცხადებს, რომ “საქართველოსა და მოლდოვის ევროპული მომავალი კონფლიქტის მძევლად არ უნდა იქცეს”.
ასე უპასუხა სტანომ რადიო თავისუფლების წერილობით შეკითხვას, განიხილება თ არა საქართველოსა და მოლდოვის ევროკავშირში გაწევრიანების საკითხი ოკუპირებული ტერიტორიების გარეშე.
“საქართველოსა და მოლდოვის ევროპული მომავალი კონფლიქტის მძევლად არ უნდა იქცეს. აუცილებელია მთელი ძალისხმევის მიმართვა, რათა საქართველოს მოსახლეობამ ევროკავშირში ინტეგრაციის პროცვესიდან სარგებელი მიიღოს”, – აცხადებს სტანო.
სტანოს ეს კომენტარი მოჰყვა რუსული გამოცემის იზვესტიას მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ევროკავშირში განიხილავს საქართველოსა და მოლდოვის ევროკავშირში გაწევრიანების შესაძლებლობას ს, სამხრეთ ოსეთისა და დნესტრისპირეთის გარეშე.
რადიო თავისუფლებისადმი პიტერ სტანოს პასუხში არაფერია ნათქვამი შესაძლო დაშვებაზე, რომ ევროკავშირში გაწევრიანების მსურველი მოლდოვა და საქართველო განიხილებიან დროებით ოკუპირებული ტერიტორიების ჩათვლით ან მის გარეშე.