პიტერ სტანო დიმიტრი მედვედევზე – სასიამოვნოა, რომ ადამიანი საჯაროდ გვიზიარებს ფსიქიკური მდგომარეობის დიაგნოზს – ვფიქრობ, ჩვენ მხოლოდ კონსულტაციისა და ფსიქიატრიული დახმარების რჩევა შეგვიძლია

მედვედევისთვის მხოლოდ ფსიქიატრიული დახმარების რჩევა შეგვიძლია. ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო სამსახურის პრესსპიკერმა პიტერ სტანომ ბრიუსელში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
სტანოს განცხადება ჟურნალისტის კითხვას მოყვა ს ყოფილი პრეზიდენტის დიმიტრი მედვედევის შესახებ, რომელმაც განაცხადა, რომ და ოდესა რუსული ქალაქებია, ხოლო რუსეთი კიევამდე უნდა მივიდეს.
“როგორც წესი, კომენტარს არ ვაკეთებთ ხოლმე უცნაურ განცხადებებზე, განსაკუთრებით ისეთი ხალხისგან, რომლებიც სასოწარკვეთით ეძებენ ყურადღებას და მარადიული მეორე ნომერი არიან. თუმცა სასიამოვნოა, რომ ადამიანი, რომელიც თქვენ ახსენეთ [მედვედევი], საჯაროდ გვიზიარებს თავისი ფსიქიკური მდგომარეობის დიაგნოზს. ვფიქრობ, ჩვენ მხოლოდ კონსულტაციისა და ფსიქიატრიული დახმარების რჩევა შეგვიძლია. თუმცა დარწმუნებული არ ვარ, რომ რუსეთის სახელმწიფოს იმ მილიარდებით, რომლებსაც ტყუილად ხარჯავს უკრაინის წინააღმდეგ უკანონო ომში, რეალურად ჰქონდეს სოციალურ დახმარებასა და ხალხისთვის ჯანდაცვაში ინვესტირების შესაძლებლობა,” – განაცხადა სტანომ.
ევროკავშირის საგარეო სამსახურის სპიკერმა ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების ბოლო სხდომა ახსენა, სადაც ევროკავშირმა მკაფიო მზადყოფნა დააფიქსირა უკრაინის მხარდაჭერის გაგრძელებაზე.
“[შეხვედრაზე] ძალიან ნათალი გახადეს, რომ სრულიად მზად ვართ გავაგრძელოთ უკრაინის მხარდაჭერა აგრესიისგან მის კანონიერ დაცვაში, განსაკუთრებით ახლა, როდესაც ფართომასშტაბიანი შეჭრიდან ორი წლის სამწუხარო ნიშნულს ვუახლოვდებით.
უმაღლესი წარმომადგენელი [ჯოზეპ ბორელი], წევრი სახელმწიფოები ყველაფერ შესაძლებელს აკეთებენ, რათა, როგორ უმაღლესი წარმომადგენელი ამბობს, უზრუნველვყოთ უკრაინისთვის მეტი და უფრო სწრაფი [დახმარება], იმდენი, რამდენიც საჭირო იქნება – საბრძოლო მასალა, სამხედრო ტექნიკა, საჰაერო თავდაცვა და ა.შ., რათა მ საბოლოო ჯამში შეძლოს აგრესორთან ეს ომი მოიგოს,” – განაცხადა სტანომ.

ასევე დაგაინტერესებთ

რამაზ საყვარელიძე – ხაზარაძე-გახარიას გაერთიანების შემთხვევაში, შესაძლოა, ნაკლები შედეგი ჰქონოდა, ხმები დაეკარგათ – ეს მათ იციან, თუმცა პრეზიდენტმა არ იცის, ცოცხალი პოლიტიკური ბრძოლის გამოცდილება არ აქვს, პრეზიდენტობაც კი გაუჭირდა

გივი მიქანაძე აშშ-ის მიერ დაწესებულ სანქციებსა და სავიზო შეზღუდვაზე – წინასაარჩევნო პერიოდში უცხო ქვეყნის მხრიდან მსგავსი ქმედებების განხორციელება წარმოადგენს წინასაარჩევნო პროცესში ჩარევას

გივი მიქანაძის განცხადებით „ნაციონალური მოძრაობის“ და „კოალიცია ცვლილებებისთვის“ წარმომადგენლებმა, ქუთაისსა და გორში, „ქართული ოცნების“ შეხვედრების ჩაშლა სცადეს, რაც საარჩევნო კამპანიაში ხელისშეშლას წარმოადგენს

გივი მიქანაძე – არასამთავრობო ორგანიზაცია „აირჩიე ევროპა“ აქტიურადაა ჩართული ხელისუფლების საწინააღმდეგო აგიტაცია-პროპაგანდაში, ამ ორგანიზაციის გამგეობის წევრებმა განახორციელეს შემოწირულობა ოპოზიციური პარტიების სასარგებლოდ