პიტერ სიიარტო – ჩვენთვის მხოლოდ უნგრელი ხალხის აზრია მნიშვნელოვანი და უნგრეთი უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას მხარს არ დაუჭერს – ზელენსკისგან განსხვავებით, უნგრეთის პოზიცია უცხოეთიდან არ არის ნაკარნახევი

ჩვენთვის მხოლოდ უნგრელი ხალხის აზრია მნიშვნელოვანი და უნგრეთი უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას მხარს არ დაუჭერს, – ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, პიტერ სიიარტო X-ზე წერს.
უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, პიტერ სიიარტო უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, „უნგრეთის პოზიცია უცნაურია, რადგან უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების წინააღმდეგი პუტინიც კი არ არის“.
„კიდევ ერთხელ, ზელენსკი საკუთარი სტანდარტებით მსჯელობს. ზელენსკისგან განსხვავებით, უნგრეთის პოზიცია უცხოეთიდან არ არის ნაკარნახევი. ჩვენთვის მნიშვნელობა არ აქვს იმას, თუ რას ფიქრობს მოსკოვი უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებაზე“, – წერს სიიარტო.
მისი თქმით, უნგრეთის მთავრობისთვის მნიშვნელოვანია მხოლოდ ის, თუ რას ფიქრობს უნგრელი ხალხი.
„მათ ეს ნათლად დააფიქსირეს და არ სურთ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება, რადგან ეს ჩვენს ფერმერებს, შრომით ბაზარსა და უსაფრთხოებას გაანადგურებს. ასე რომ, რუსეთის გავლენის როგორი იმედიც არ უნდა ჰქონდეს ზელენსკის, უნგრეთი უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას მხარს არ დაუჭერს“, – აცხადებს სიიარტო.

ასევე დაგაინტერესებთ

შვედი დეპუტატი – შეხედეთ საქართველოს პარლამენტის წევრებს, სრულ სისულელეებს ლაპარაკობენ – ჩვენ ვცდილობთ დანაშაულთან ბრძოლას, დემოკრატიულ ქვეყნებში ასე ვმუშაობთ, პროტესტის დროს, ქუჩაში ოპონენტებს ქიმიური იარაღით არ ვუსწორდებით

ეკა ბესელია – არ ვფიქრობ, რომ ეყოფათ გამბედაობა, ზურაბიშვილის დაკავების გადაწყვეტილება მიიღონ, რადგან მას თავისი ლეგიტიმაცია აქვს – წარმოუდგენელ რაღაცებს ეხება კობახიძე, დააპატარავა და შეურაცხყო კონსტიტუცია, სამართალს ასე არავინ მოჰქცევია