პიტერ სიიარტო – უკრაინის გავლით „ლუკოილის“ ნავთობის ტრანზიტის შეჩერება ასოცირების ხელშეკრულებას არღვევს

უკრაინის გავლით „ლუკოილის“ ნავთობის ტრანზიტის შეჩერება ასოცირების ხელშეკრულებას არღვევს , – ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
„ეს უკრაინის მხრიდან მიუღებელი ნაბიჯია, ქვეყნის, რომელსაც ევროკავშირის წევრობა სურს, რომელიც ერთი გადაწყვეტილებით ევროკავშირის ორი წევრი სახელმწიფოსთვის ნავთობის მიწოდებას ფუნდამენტურ საფრთხეს უქმნის. უკრაინის მსგავსი გადაწყვეტილება ასოცირების შეთანხმების აშკარა დარღვევაა“, – განაცხადა პიტერ სიიარტომ.
მისივე თქმით, უკრაინის გადაწყვეტილება, „ლუკოილი“ სანქციების სიაში შეეყვანა, რამაც ნავთობის ტრანზიტის შეჩერება გამოიწვია, „უნგრეთისა და ს ენერგომომარაგების უსაფრთხოებას ფუნდამენტურ საფრთხეს უქმნის“.
„ლუკოილი“ უკრაინის მიერ დაწესებული სანქციების სიაში 2018 წლიდან შედის, მაგრამ სანქციები შეზღუდული იყო და ისინი მხოლოდ კაპიტალის გატანას, სავაჭრო ოპერაციების შეზღუდვასა და სახელმწიფო ქონების პრივატიზაციაში ან იჯარით გაცემაში მონაწილეობის აკრძალვას ეხებოდა. ივნისში, უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭომ სანქციები გააფართოვა და სიას ტრანზიტის აკრძალვაც დაამატა.
უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა გადაწყვეტილებას „გაუგებარი და მიუღებელი“ უწოდა.

ასევე დაგაინტერესებთ