უკრაინაში კორუმპირებული სისტემა მუშაობს, – ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.
პიტერ სიიარტოს განცხადებით, უკრაინის ენერგეტიკულ სექტორში კორუფციასთან დაკავშირებული სკანდალის შემდეგ ევროკავშირმა კიევისთვის ფულადი დახმარების გაგზავნა უნდა შეწყვიტოს.
„უკრაინაში ომის მაფია, კორუმპირებული სისტემა მუშაობს და ევროკომისიის პრეზიდენტს გადახდების შეჩერების ნაცვლად უკრაინისთვის კიდევ 100 მილიარდის გაგზავნა სურს. ეს სიგიჟეა“, – განაცხადა სიიარტომ.
მისი თქმით, „დრო უკრაინის მხარეს არ არის“.
„ილუზიას წარმოადგენს იმის თქმა, რომ დრო უკრაინის მხარეს არის“, – აღნიშნა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.




