როგორც მშვიდობა, ასევე, კარგი უნგრულ-ამერიკული ურთიერთობები დონალდ ტრამპის სახელის სინონიმებია, – ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ განაცხადა.
„როდესაც დონალდ ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტი იყო, უნგრეთ-ამერიკის ურთიერთობების პოლიტიკური კომპონენტი პიკზე იყო“, – განაცხადა პიტერ სიიარტომ.
სიიარტომ აღნიშნა, რომ ტრამპის პრეზიდენტობის შემთხვევაში უკრაინაში ომი არ იქნებოდა და ახლო აღმოსავლეთის კრიზისიც უფრო სწრაფად მოგვარდებოდა.
„დონალდ ტრამპის პრეზიდენტობისას, ძლიერი ამერიკელი ლიდერის პიროვნულ თვისებებს მსოფლიოში შეიარაღებული კონფლიქტების განვითარებისთვის ხელის შეშლა შეეძლო. როგორც მშვიდობა, ასევე, კარგი უნგრულ-ამერიკული ურთიერთობები დონალდ ტრამპის სახელის სინონიმებია“, – აღნიშნა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.