პიტერ სიიარტო – დღეს რომ კენჭისყრა იმართებოდეს, უნდა გახდეს თუ არა ევროკავშირის წევრი, პასუხი არის: „ცხადია, არა“

დღეს რომ ხმის მიცემა იმართებოდეს იმაზე, უნდა გახდეს თუ არა ევროკავშირის წევრი, პასუხი არის: „ცხადია, არა“, რადგან დღეს უკრაინა არანაირად არ ასრულებს ევროკავშირში გაწევრიანების აუცილებელ პირობებს, – ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ განაცხადა, რომლის სიტყვებსაც უნგრეთის მთავრობის პრესსპიკერი, ზოლტან კოვაჩი სოციალურ ქსელში ავრცელებს.
მისი თქმით, შეუსრულებელი პირობების სია გრძელია, ერთ-ერთი კი ეროვნული უმცირესობების უფლებებია.
„არ მინდა, გრძელი სია მოგცეთ, მაგრამ ერთ-ერთ მიზეზს გეტყვით : ეროვნული უმცირესობების უფლებები. ფაქტი ისაა, რომ უნგრეთის ეროვნული თემის უფლებები სასტიკად ირღვევა ბოლო ათზე მეტი წლის განმავლობაში. ცხადია, ეროვნული უმცირესობების უფლებების უგულებელყოფა ეწინააღმდეგება ევროკავშირის ღირებულებებს“, – აღნიშნა სიიარტომ.

ასევე დაგაინტერესებთ

ხატია დეკანოიძე: ევროკავშირმა სამუშაო დოკუმენტი გაავრცელა, სადაც რუსეთთან მოლაპარაკებების პირობებში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან რუსული ჯარის გაყვანაა – ეს დადასტურებაა, რომ მეგობრებს ვახსოვართ

ირაკლი კობახიძე: „იგლ ჰილსის“ პროექტზე – 147 ბინა შეიძინეს საქართველოს მოქალაქეებმა, 110 – უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა, 8 ბინა არაბული ქვეყნების მოქალაქეებმა, თავადაც ხედავთ, როგორი არაბიზაციის რისკის წინაშე დგას ქვეყანა

ირაკლი კობახიძე – მარტო უცხოელი სტუდენტებიდან წელიწადში ბიუჯეტში შემოდის 300 მლნ ლარი და უცხოელი სტუდენტების ხარჯზე შექმნილია 10 000-ზე მეტი სამუშაო ადგილი – ამაზე უარის თქმა არასწორი იქნება

ირაკლი კობახიძე – ბინადრობის ნებართვის მქონე მოქალაქეების 30% რუსეთის მოქალაქეა, შემდეგ ადგილზე არიან ინდოეთი და აზერბაიჯანი, უკრაინის მოქალაქეების რაოდენობა 5.9%-ია, ლტოლვილის სტატუსით კი 25 ათასამდე უკრაინელი ცხოვრობს