უკრაინაში ომის დაწყებიდან მოყოლებული, უნგრეთი მზადაა, აშშ–რუსეთის სამიტს უმასპინძლოს, – ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, პიტერ სიიარტო სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.
მისი განცხადებით, სამიტისთვის მზადება მიმდინარეობს.
„უზრუნველვყოფთ ყველა პირობას პროდუქტიული მოლაპარაკებებისთვის, რათა საბოლოოდ დაბრუნდეს მშვიდობა ევროპაში. ვესაუბრე აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილესა და საგარეო საქმეთა მინისტრ ლავროვს – მზადება მიმდინარეობს“, – წერს სიიარტო.
აშშ-რუსეთის სამიტისთვის მზადების მიმდინარეობის შესახებ განცხადება უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმაც გაავრცელა.
„ახლახან ვესაუბრე პრეზიდენტ დონალდ ტრამპს. აშშ-რუსეთის სამშვიდობო სამიტისთვის მზადება მიმდინარეობს. უნგრეთი მშვიდობის კუნძულია!“-დაწერა ორბანმა.
შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გუშინ განაცხადა, რომ უახლოესი ორი კვირის განმავლობაში რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან შეხვედრას გეგმავს. მისი ინფორმაციით, შეხვედრა უნგრეთში გაიმართება.
