პისტორიუსმა კიევში ვიზიტისას უკრაინისთვის 1,3 მილიარდი ევროს ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტის გადაცემის შესახებ გამოაცხადა

პისტორიუსმა კიევში ვიზიტისას უკრაინისთვის 1,3 მილიარდი ევროს ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტის გადაცემის შესახებ გამოაცხადა
გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ბორის პისტორიუსმა კიევში ვიზიტისას უკრაინისთვის 1,3 მილიარდი ევროს ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტის გადაცემის შესახებ გამოაცხადა.
“ჩემთვის პატივი და სიამოვნებაა აქ ვიზიტისას ახალი პაკეტის გამოცხადება. ეს პაკეტი მოიცავს დამატებით 4 IRIS-T SLM სისტემას, 155 მმ ჭურვებს, ტანკსაწინააღმდეგო ნაღმებს. ეს პაკეტი ჯამურად 1,3 მილიარდ ევროს შეადგენს”, – განაცხადა პისტორიუსმა.
შეგახსენებთ, რომ გერმანიის თავდაცვის მინისტრი კიევში დღეს, 21 ნოემბერს ჩავიდა