პისტორიუსი: რუსეთი საფრთხეა საქართველოსთვის, ბოლოს NATO-სთვის, გავაგრძელოთ კიევის მხარდაჭერა

გერმანიის თავდაცვის მინისტრის, ბორის პისტორიუსის განცხადებით, ს სასტიკი ომი უკრაინის წინააღმდეგ საერთაშორისო სამართალს არღვევს და საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ ს, არამედ საქართველოს, მოლდოვას და მთელ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს. შესაბამისი განცხადება პისტორიუსმა ბუნდესტაგში სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.
პისტორიუსის თქმით, რუსეთი უკვე დიდი ხანია გადავიდა სამხედრო ეკონომიკაზე და აგრძელებს შეიარაღებას. გერმანელი მინისტრი ამბობს, რომ დასავლეთმა არ უნდა დაიჯეროს, რომ უკრაინის საზღვართან გაჩერდება.
მისივე თქმით, “რუსეთის სასტიკი ომი არის თავდასხმა მშვიდობაზე ევროპასა და მთელ მსოფლიოში”.
“ბოლოს და ბოლოს, რუსეთი წარმოადგენს საფრთხეს საქართველოსთვის, მოლდოვისთვის და საბოლოოდ NATO-სთვის. ამიტომ, ჩვენ უნდა გავაგრძელოთ უკრაინის მხარდაჭერა, ქალბატონებო და ბატონებო. ჩვენი მხარდაჭერის შეწყვეტას ექნება ფატალური შედეგები, და არა მხოლოდ უკრაინის საჰაერო თავდაცვისთვის”, – აღნიშნა ბორის პისტორიუსმა.