პისტორიუსი: გერმანია უკრაინას 1.3 მილიარდი ევროს ღირებულების სამხედრო დახმარებას გადასცემს

გერმანიის თავდაცვის მინისტრის, ბორის პისტორიუსის თქმით, გერმანია ს 1.3 მილიარდი ევროს ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტს გადასცემს. ამის შესახებ ცნობა პისტორიუსისა და მისი კოლეგის, რუსტემ უმეროვის შეხვედრის შემდეგ გავრცელდა.
სამხედრო დახმარების პაკეტი 4 საზენიტო სისტემა Iris T-ის, საარტილერიო საბრძოლო მასალასა და ტანკსაწინააღმდეგო ნაღმებს მოიცავს.
21 ნოემბერს, კიევში ვიზიტის დროს პისტორიუსმა აღნიშნა, რომ ეს გასული ზამთრის შემდეგ გერმანიის მიერ უკრაინისთვის გადაცემული სამხედრო დახმარების მეხუთე პაკეტია.
გერმანიამ უკრაინას Iris T-ის ტიპის 3 საზენიტო სისტემა უკვე გადასცა, კიდევ ერთს კი ზამთარში მიაწოდებს. ამის ტიპის კომპლექსების მეორე ნაწილის სახით უკრაინა 2024 წელს 4 სისტემას მიიღებს, მესამე პარტია კი 2025 წლისთვის არის დაგეგმილი.