“პირუტყვი ჰყავდა საძოვარზე, გადმოხტდნენ რუსები და წაიყვანეს” – სოფელ აძვის მოსახლეობა თანასოფლელის გატაცებაზე

მორიგი გატაცება საოკუპაციო ხაზიდან – რუსმა ფორმიანებმა თემურ ხომასურიძეს თავისუფლება იმ დროს აღუკვეთეს, როცა პირუტყვი საძოვარზე ჰყავდა გაყვანილი. შემთხვევა სოფელ აძვთან გუშინ მოხდა.
უკანონო ტყვეობაში მყოფი ქართველი ახლა, სავარაუდოდ, ცხინვალის იზოლატორში ჰყავთ მოთავსებული. ოჯახი დახმარებას ითხოვს. სოფელი შეშინებულია. ამბობენ, რომ ეგრედწოდებულ გამყოფ ხაზთან რუსი ჯარისკაცები ბოლო პერიოდში განსაკუთრებით აქტიურობენ.
საქონელი ჰყავდა გაყვანილი, გადმოხტდნენ რუსები ძაღლებით, ავტომატებით, ამოუტრიალეს ხელები და წაიყვანეს, – ამბობს ადგილობრივი. წაიყვანეს ჩვენი ვაჟკაცი ბიჭი ჩვენი ტერიტორიიდან. აღდგომას როგორ გავდივართ, იცი? კვერცხი შეიძლება შორიდა ისროლო თუ მარტო ხარ და თუ ერთი 30 კაცი ვართ, უკვე ვერ მოდიან, – ამბობს მოქალაქე.
შეგახსენებთ, რომ ოკუპირებული ძალების ტყვეობაშ ამ დრომდე საქართველოს 9 მოქალაქე რჩება.
წყარო: “ტვ პირველი”

ასევე დაგაინტერესებთ