პირს, რომელმაც მკვლელობის მიზნით, მევალე დაჭრა, 18-წლიანი პატიმრობა შეეფარდა

პირს, რომელმაც ანგარებით მკვლელობის მიზნით, მევალეს დანით დაზიანებები მიაყენა, სასამართლომ 18-წლიანი პატიმრობა შეუფარდა. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.
“სასამართლოზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2023 წლის 12 ივნისს, თბილისში, ბრალდებული ხეთაგუროვის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე მევალეს შეხვდა და იმ მოტივით, რომ ვალად აღებული თანხა უკან არ დაებრუნებინა, ანგარებით მკვლელობის მიზნით, დაზარალებულს დანით სიცოცხლისთვის საშიში დაზიანებები მიაყენა. დროულად აღმოჩენილი სამედიცინო დახმარების შედეგად, დაზარალებულის გადარჩენა მოხერხდა. სამართალდამცველებმა კი ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს”. – წერია პროკურატურის განცხადებაში.
პროკურატურის ცნობით, დაკავებულს ბრალდება 19,109-ე მუხლის „ნ“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობის მცდელობა, ანგარების მოტივით) წარედგინა.