პიროტექნიკური ლიცენზიის გარეშე რეალიზაციისა და გამოყენებისთვის ჯარიმა ₾200-დან ₾600 იქნება – კანონპროექტი

28 ნოემბრის შემდეგ აქციებზე დემონსტრანტების მხრიდან ფოიერვერკის გამოყენების გამო, საქართველოში პიროტექნიკური ნაწარმის იმპორტი, ექსპორტი, წარმოება და რეალიზაცია მხოლოდ სპეციალური ნებართვა/ლიცენზიის საფუძველზე იქნება დასაშვები.
“ქართულმა ოცნებამ” კანონპროექტი უკვე დააინიიცირა და მის მიღებას დაჩქარებული წესით, საშემოდგომო სესიის ბოლომდე, ანუ 13 დეკემბრამდე გეგმავს.