2023 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველომ 5,617 მლნ დოლარის ღირებულების ფეიერვერკი, სასიგნალო შუშხუნა, წვიმის რაკეტა და პიროტექნიკის სხვა ნაწარმი იყიდა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდში კი 5,816 მლნ დოლარის ღირებულების.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 11 თვეში საქართველოში 616,4 ტონა პიროტექნიკა შემოვიდა, 2022 წლის 11 თვეში კი 777.1 ტონა. შესაბამისად, 2022 წელს ქვეყანას ერთი ტონა პიროტექნიკის შესყიდვა 7 484 დოლარი დაუჯდა, წელს კი 9 112 დოლარი. შესაბამისად, 2023 წელს საქართველოს პიროტექნიკის იმპორტი გაუძვირდა.
საქართველოსთვის პიროტექნიკის მთავარი მომწოდებელი ქვეყნები წელსაც, როგორც ადრე ბულგარეთი და ჩინეთი არიან. მათ შორის, ბულგარეთიდან უკვე განხორციელებულია 3.2 მილიონი დოლარის ღირებულების იმპორტი, ჩინეთიდან კი 1,7 მილიონი დოლარის.
ტოპ-5 ქვეყანა, სადაც წელს საქართველომ პიროტექნიკა იყიდა შემდეგია:
· ბულგარეთი – 3,249 მლნ დოლარი (85 ტონა)
· ჩინეთი – 1,723 მლნ დოლარი (399 ტონა)
· პოლონეთი – 602,7 ათასი დოლარი (129,7 ტონა)
· გერმანია – 24,9 ათასი დოლარი (1,64 ტონა)
· თურქეთი – 8,12 ათასი დოლარი (0,10 ტონა).