კვლავ მძიმეა მიუსაფარი ძაღლის მდგომარეობა, რომელიც გუშინ ბაღდათიდან თბილისში სამკურნალოდ გადმოიყვანეს.
კლინიკაში ვართ ამ დრომდე რამდენიმე ადამიანი, ამ ცუგას ვადგავართ თავზე. კვლევებმა დაადგინა რომ ძაღლს არანაირი პიროტექნიკა არ აქვს აფეთქებული პირში! აქვს ძლიერი თავის ტრამვა, რაც გამოიწვია ბლაგვი საგნის ჩარტყმამ თავის არეში.
აქამდე მხოლოდ ძაღლის მპოვნელის გადმოცემით ვიცოდით რომ პირში ჰქონდა აფეთქბული პიროტექნიკა.ამიტომ გთხოვთ, არასწორი ინფორმაცია აღარ გაავრცელოთ! ძაღლი არის ნაცემი, რაც არანაკლებ შემაძრწუნებელია.