პირობას გაძლევთ, ჩემი ადმინისტრაციის პირობებში ვერავინ შეეხება ქრისტეს ჯვარს – დონალდ ტრამპი

პირობას გაძლევთ, რომ ჩემი ადმინისტრაციის პირობებში ვერავინ შეეხება ქრისტეს ჯვარს, – ამის შესახებ -ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა.
ტრამპის თქმით, არჩევის შემთხვევაში პრეზიდენტობის მეორე ვადას გამოიყენებს ქრისტიანული ღირებულებების დასაცავად.
„გახსოვდეთ, რომ ისტორიის განმავლობაში ყველა კომუნისტური რეჟიმი ცდილობდა ეკლესიის დახურვას, ისევე როგორც ფაშისტურმა რეჟიმმა სცადა მათი დამორჩილება და გაკონტროლება. ამერიკაში რადიკალი მემარცხენეები კი ცდილობენ ორივეს. პირობას გაძლევთ, რომ ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში ვერავინ შეეხება ქრისტეს ჯვარს“, – ამბობს .
რაც შეეხება სამხრეთ კაროლინაში გამართულ საპრეზიდენტო პრაიმერიზში ტრამპის გამარჯვებას, „ბიბისი“ წერს, რომ მას ერთი ნაბიჯი აშორებს „რესპუბლიკური პარტიის“ საპრეზიდენტო კანდიდატობამდე.

ასევე დაგაინტერესებთ

მოლდოვა არის გამოცხადებული ახალ დემოკრატიის შუქურად, ისევე, როგორც თავის დროზე იყო გამოცხადებული სააკაშვილის ხელისუფლება და საქართველოს უპირისპირებენ შანტაჟს, ეს აჩვენებს ორმაგ სტანდარტებს და ამ ორმაგი სტანდარტის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ ევროპული ბიუროკრატია არ არის დამოუკიდებელი

პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა, ფერისცვალებას დოღზე შეკრებილ ხალხს მართლმადიდებლურ დღესასწაულთან ერთად ეს სახალხო დღესასწაულიც მიულოცა, მისი სიტყვები ოპონენტებმა არასწორად, მათთვის სასურველი შინაარსით გააჟღერეს და პრეზიდენტის ხალხისადმი გულითადი მიმართვის შინაარსის დაკნინება სცადეს