პირი, რომელმაც ძაღლი მე-8 სართულიდან გადმოაგდო, დაკავებულია – პროკურატურა

საქართველოს პროკურატურამ ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობის და ძალადობის ფაქტზე, რამაც მისი დაღუპვა გამოიწვია, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.
“საქართველოს პროკურატურამ ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობის და ძალადობის ფაქტზე, რამაც მისი დაღუპვა გამოიწვია, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 29 ნოემბერს, თბილისში, ბრალდებულმა მამის კუთვნილი “როტვეილერის” ჯიშის ძაღლზე იძალადა, ხოლო შემდეგ საცხოვრებელი კორპუსის მე-8 სართულის აივნიდან გადააგდო. ბრალდებულის ქმედების შედეგად ძაღლი გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა ბრალდებული 30 ნოემბერს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლის მე-3 ნაწილით (ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობა და სხვაგვარი ძალადობა, რამაც მისი დაღუპვა გამოიწვია) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ერთიდან 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით, თბილისის საქალაქო სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს,” – აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

დეზინფორმაციას ე.წ. მიტაცებულ ქართულ მართლმსაჯულებაზე ევროკავშირი უარყოფს, ინსინუაციები რომ გამოირიცხოს – ევროკომისიის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ევროპის ანტიკორუფციული კვლევების ცენტრის ანგარიშში, საქართველოს სასამართლოს დამოუკიდებლობა ევროპის ტოპ ოცეულშია, მსოფლიო რეიტინგში – 36-ე ადგილზეა

სასამართლოს დამოუკიდებლობის ხარისხი მუდმივად არის აქაური ოპოზიციის, არასამთავრობოების თუ ცალკეულ ევროდეპუტატთა კრიტიკის საგანი, რამდენად სუბიექტურია მათი შეფასებები, თავად ევროკომისიის ანგარიში ცხადყოფს – სასამართლოს დამოუკიდებლობის ინდექსით, საქართველო ევროპის საუკეთესო ოცეულში მოხვდა!

აკაკი ალადაშვილი: საქართველო სასამართლოს დამოუკიდებლობით ევროპის საუკეთესო ოცეულშია – ეს შედეგი მნიშვნელოვანი მიღწევაა სასამართლოს დამოუკიდებლობისა და სახელმწიფო ინსტიტუტების გაძლიერების მიმართულებით, თუმცა ჩვენი გუნდის მუშაობით, კიდევ უფრო მაღალ შედეგებს მივაღწევთ