პირი, რომელმაც საფრანგეთში სინაგოგის დაწვა სცადა, ლიკვიდირებულია

საფრანგეთის პოლიციამ ჩრდილო-დასავლეთის ქალაქ რუანში განახორციელა მამაკაცის ლიკვიდაცია, რომელმაც სინაგოგის დაწვა სცადა, – ინფორმაციას BBC-ი საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრზე დაყრდნობით ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცი დანით იყო შეიარაღებული და როდესაც ის პოლიციისკენ დაიძრა, მათ ესროლეს.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, პოლიცია მას შემდეგ გამოიძახეს, რაც სინაგოგიდან ამოსული კვამლი დააფიქსირეს. ადგილზე მისულმა ერთ-ერთმა პოლიციელმა დანით შეიარაღებულ მამაკაცს ესროლა.
საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ჟერალდ დარმანინმა პოლიცია დროული რეაგირებისა და მამაცობისთვის შეაქო.

ასევე დაგაინტერესებთ

მათე დევიძე – ჯერ მოძალადე მეძახეს, მერე ქვეყნის დამქცევი, მერე მოღალატე და ახლა უცებ შემიბრალონ? – ნებისმიერი შემოთავაზებული შეღავათი იქნება უარყოფილი – ჩემი ბრძოლა იქნება ბოლომდე, უკანასკნელ ამოსუნთქვამდე

ზურაბ ჯაფარიძის საქმის პროკურორი – გირაოსა და დამატებითი ღონისძიების პირობებში სრულად იქნება უზრუნველყოფილი ბრალდებულის სათანადო ქცევა – კომპენსირების გარეშე შესაძლებელია საფუძველიც კი ყოფილიყო, მოგვეთხოვა პატიმრობა