“პირი დახუროს და დამშვიდდეს” – სერეზომ კურტუას განცხადებას უპასუხა

“ატლეტიკოს” პრეზიდენტმა ენრიკე სერეზომ “რეალის” მეკარის ტიბო კურტუას განცხადებას უპასუხა. როგორც იცით, ჩემპიონთა ლიგის განმეორებითი მერვედფინალური მატჩის შემდეგ, ბელგიელმა მეკარემ ხულიან ალვარესის პენალტზე განაცხადა, რომ ის ბურთს ორჯერ შეეხო, “ატლეტიკოს” მხრიდან კი მუდმივად ტირიან და მსხვერპლის როლს თამაშობენ.
“პირი დახუროს და დამშვიდდეს! “ატლეტიკოში” გატარებული დროისთვის მადლობელი უნდა იყოს. ს შესანიშნავი მეკარეა, მაგრამ ის უნდა მოიქცეს ისე, როგორც მაშინ, როცა ჩვენს კლუბში იყო – როგორც ჯენტლმენი”, – თქვა სერეზომ.
ინფორმაციისთვის, კურტუა “ატლეტიკოს” ღირსებას 2011/14-წლებში იცავდა

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში