ევრობასკეტის მე-4 ტურში საქართველოს ნაკრები მასპინძელ ისრაელს ლიმასოლში ეთამაშება და პირველი ტაიმის შემდეგ 42:26 ამარცხებს.
ნაკრებს აშკარად დავალებული ჰქონდა პერიმეტრიდან შეტევა და ქართველი კალათბურთელებიც არერიდებოდნენ, თუმცა 13-დან მიზანს 3-მა უწია, პირველი ათწუთეული კი 15:13 დასრულდა. საუკეთესო შენგელია გახლდათ 7 ქულით, გოგამ 6 ჩააგდო, ბოლდვინმა კი – 2.
მეორე მეოთხედში ქართველები ჯიუტად აგრძელებდნენ პერიმეტრიდან შეტევას, თუმცა ამჯერად მიზანს გაცილებით მეტმა უწია, ნასროლი 10-დან 7 ჩავარდა, ტაიმი კი 16 ქულიანი უპირატესობით დასრულდა.
პირველ ტაიმში ორივე გუნდის მხრიდან საუკეთესო თორნიკე შენგელია გახლდათ, კაპიტანმა 18 ქულა (4/4 სამქულიანი), 4 მოხსნა და 2 შედეგიანი გადაცემა დააგროვა. გოგა ბითაძემ 10 ქულა (3/5 სამქულიანი), 5 მხოსნა და 2 დაფარება მიითვალა.
წინ მეორე ტაიმია…
· Giga ფარქვეშ ვერ შედიან და ვერ აგდებენ,სამ ქულიანები მიგვდის თორე წავაგებდით..ესეთ არაპროფესიონალურ კალსთბურთს სრცერთი გუნდი არ აჩვენებს..კვიპროსელები უფრო შედიან ფსრწვეშ ვიდრე ჩვენები..
მორიგი სენსაცია ევრობასკეტზე – ბოსნია და ჰერცეგოვინამ საბერძნეთის ნაკრები დაამარცხა
[VIDEO] ევრობასკეტის ერთ-ერთი მთავარი სენსაცია – ისრაელის ნაკრებმა საფრანგეთი 13 ქულით დაამარცხა
