და აი, როცა უფრო მეტი ფაქტი გახდა ნათელი – გამოიკვეთა, რომ ეს არ არის იმდენად ფემიციდი, რამდენადაც ეს არის ტრანსფობიის ძალიან ნათელი მაგალითი.
ტიპი იყო პანიკაში, რომ ტრანსგენდერ ქალთან სასიყვარულო კავშირი “გაუბაზრდებოდა” და ამის გამო გააკეთა ის, რაც გააკეთა. კი, ამ ყველაფერში სოციუმი და პირველ რიგში ხელისუფლებაა დამნაშავე. – ვინც ცდილობს ფობიის გაძლიერებას – ვინც ცდილობს განსხვავებული სექსუალური იდენტობის დემონიზებას. – ვინც დღემდე “zalian samarcxvino” რამედ გვტენის ამ ყველაფერს და რაღაც *ლე კანონებს იგონებს, ბნელი მასის სამართავად… სხვა შემთხვევაში, რამეს გავიგებდით ვინმე ბექას ორიენტაციის შესახებ, თუ არ გავიგებდით – ეს არაფერს შეცვლიდა და არც ფატალურ შედეგამდე მივიდოდით. კესო მუდმივად დარჩება, ქვეყანაში ძლიერების, ბრძოლის, სიბნელეზე გამარჯვების სიმბოლოდ. ახლა მოვიშვიშე და ოდესღაც მისი მლანძღველი ფარისეველი ხალხი იმედია გაიაზრებს საკუთარ დანააშაულს და იმედია ამის შემდეგ მაინც გავუფრთხილდებით უფრო მეტად, შევიყვარებთ და დავაფასებთ ადამიანებს – სიცოცხლეში!
რაც არ უნდა ვიძახოთ, რომ ერთი ცივ სისხლიანი მკვლელია დამნაშავე, ყველამ ვიცით, რომ ეს ასე არ არის და ამ ამბავში საზოგადოებას მიგვიძღვის ლომის წილი! იმედია სამუდამო პატიმრობას მიუსჯიან და იმედია ეს მწარე გაკვეთილი ოდნავ მაინც გაანათებს ამ უკუნეთს!