“პირველ რიგში შენს წინამორბედ ვაჟკაც და პატრიოტ ხალხს, კალაძეს, კობიაშვილს, ყაველაშვილს და ნურც სხვებს გვკადრებ ისეთ რამეს, რის წინააღმდგაც ვიბრძვით და ლოზუნგებზე ნუ წამოეგები” – ხაბარელმა ზივზივაძეს მიმართა

“პირველ რიგში შენს წინამორბედ ვაჟკაც და პატრიოტ ხალხს, კალაძეს, კობიაშვილს, ყაველაშვილს და ნურც სხვებს გვკადრებ ისეთ რამეს, რის წინააღმდგაც ვიბრძვით და ლოზუნგებზე ნუ წამოეგები” – ხაბარელმა ზივზივაძეს მიმართა
საქართველოს პარლამენტის წევრი და ყოფილი ძიუდოისტი შოთა ხაბარელი სოციალურ ქსელში ბუდუ ზივზივაძის განცხადებას გამოეხმაურა. საქართველოს ნაკრების ფორვარდმა გუშინ “უცხოური აგენტების შესახებ” კანონსა და ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე საკუთარი პოზიცია დააფიქსირა.
“ბუდუ, შვილო, როგორც ფეხბურთელს, მაგალითად, ს ცოტა მეტი უთამაშია, შედეგებისთვის მიუღწევია, მერე ამ ქვეყნის გათავისუფლებისთვის უბრძოლია სისხლიანი ჯალათებისგან და სამწუხაროდ, ახლაც ამ ბრძოლის გაგრძელება უწევს. გაცილებით მეტი, მით უმეტეს, პოლიტიკაშიც უნახავს და ზუსტად ვიცით ყველამ, რომ საკუთარი ქვეყნის არც გარუსებას დაუჭერს როდესმე მხარს და არც რომელიმე ქვეყნის ვასალობას. მეც რაღაც
გამიკეთებია ქართული სპორტისთვის, საქმისთვის, პოლიტიკისთვის, მაგრამ ამაზე არ გავაგრძელებ, უხერხულია საკუთარ თავზე საუბარი…
ამიტომ, მოგმართავ როგორც ფეხბურთელს, სპორტსმენს და ადამიანს, რომელმაც ამით გაითქვი სახელი და სულ არ იცის არავინ, რა დონეზე ერკვევი პოლიტიკაში და მიმდინარე მოვლენებში. პირველ რიგში შენს წინამორბედ ვაჟკაც და პატრიოტ ხალხს, კალაძეს, კობიაშვილს, ყაველაშვილს და ნურც სხვებს გვკადრებ ისეთ რამეს, რის წინააღმდგაც ვიბრძვით და ლოზუნგებზე ნუ წამოეგები. ა
ან კანონი წაიკითხე და გვითხარი რა არ მოგწონს იქ, ან ისეთ არხებს უყურე, სადაც ნახავ, როგორ ესხმიან თავს პოლიციელებს, დედას აგინებენ, სახეში აფურთხებენ, ქვებს და აგურებს ესვრიან თავში და ცალმხრივად აღარ ილაპარაკებ. ევროპას რაც შეეხება, მაგისთვის ყველაფერი კეთდება და თუკი რამე ნაბიჯი გადაიდგა ევროპისკენ, ჩვენმა გუნდმა გადადგა ყველა და არა ამ აქციების ორგანიზატორებმა, ოღონდ ისე კი არა, მონებად რომ შევიდეთ, წევრებად რომ მიგვიღონ, ამას ვცდილობთ და იქნებ გაარჩიო ეს ყველაფერი ერთმანეთისგან. არ მგონია შენ გინდოდეს ლომჯარიას დეკლარაციისთვის ეროვნულ და ამავდროულად ევროპულ არჩევანს საფრთხე დაემუქროს. ამიტომ, სანამ რამეს დაწერ, ან ცოტა დაფიქრდი, ან შენ წინამორბედებს კითხე ბოლო-ბოლო და აგიხსნიან სინამდვილეში რა ბრძოლა მიდის ახლა…”, – წერს ხაბარელი.
ბატონო შოთა “რაღაცა” და უფრო მეტიც რომ გაგიკეთებიათ, ბევრი სიხარული რომ მოგინიჭებიათ და დღეს რომ ფულზე გაიყიდეთ სწორედ ეგაა გულდასაწყვეტი. კალაძემ და ყაველაშვილმა რომ იცის ევროპის ღირებულებები და ქართველი ხალხისთვის მარტო და მონოემეტებაა სწორედ ეგაა დასაძრახი. ჩვენზე პატარა ევროპულ ქვეყნებში ვყოფილვარ (ლიეტუვა, ლატვია, , ლუქსემბურგი, ), არავისთვის წაურთმევიათ იდენტობა, ყველა ამაყად ევროპელობს იქ. რაღა საქართველოს ართმევენ. 13 წელია გერმანიაში ვცხოვრობ, არავინ მოსულა ჩემთან და სქესის, მრწამსის, იდენტობის შეცვლა თუ ნარკოდამოკიდებულად გახდომა მოუთხოვია. თქვენისთანა ხალხს გაქვთ გეკისრებათ პასუხისმგებლობა, რომ ქვეუანას ვკარგავთ. თქვენისთანა კოსტუმებში გამოწყობილმა და სტტატეგიული პოლიტიკური ხედვის არ მქონე “ინწილიგენციამ” იზეიმა 21ში საქარყველოს გასაბჭოება! წინ ბუდი, ეა პოლიტიკური გვამები მოაშორეთ სპორტს და პოლიტიკასაც!