Discover Georgia-ს დამფუძნებელი, ნინა კეკელიძე BM.GE-სთან საქართველოს ტურიზმის ასოციაციაში შემავალი კომპანიების მაია ომიაძესთან შეხვედრაზე საუბრობს და აცხადებს, რომ კერძო სექტორის მხრიდან არაერთი გამოწვევა გამოიკვეთა. მათ შორის, საქართველოს ტურიზმზე მიმდინარე მოვლენების ეფექტი.
კეკელიძე ამბობს, რომ კერძო სექტორი მშვიდობას ითხოვს, იმისათვის რომ ფუნქციონირება გააგრძელოს და განვითარდეს. ამასთან, შეხვედრაზე განიხილებოდა საქართველოს ტურიზმის გეზი, რომელიც არ შეცვლილა და კვლავ პროევროპულია.
“კერძო სექტორის მხრიდან არაერთი საჭიროება დაფიქსირდა. მიმდინარე არასტაბილური ფონის აღინიშნა, ევროპული ბაზრებიდან საქართველოში ტურისტების შემცირება. ასევე, საუბარი იყო საზღვრის კვეთის ნაწილზე. ამასთან, ადგილობრივი ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაზე, რადგან იქიდან გამომდინარე, რომ სექტორი მაღალ მხარჯველუნარიან ტურისტზეა ორიენტირებული, გვინდა, რომ შესაბამისი მაღალ გადახდის უნარიანი ტურისტების მოზიდვის შემთხვევაში ქვეყნის იმიჯი, პრესტიჟი, ინფრასტრუქტურა და ადამიანური რესურსი იყოს კარგად გადამზადებული, კვალიფიციური და ა.შ. იყოს. თუმცა, პირველ რიგში, გვინდა მშვიდობა, რომ ძალადობრივი ფონი იყოს აღმოფხვრილი. ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი იყო ის, რომ ქვეყანაში მკვეთრად შემცირდა საქმიანი ტურიზმი, რამაც უშუალოდ დაარტყა კერძო სექტორის და სასტუმროების შემოსავლებს, ჯავშნებს. ამაზე პასუხი იყო სახელმწიფოს მხრიდან, რომ გავიდნენ ბაზრიდან ისეთი კომპანიები, რომლებიც არ იყო საქართველოს ქმედებებზე დამოკიდებული, როგორიცაა usaid. ამერიკის ხედვით მოხდა ამ ორგანიზაციების გასვლა, რამაც ძალიან დიდი ზიანი და დარტყმა მიაყენა სასტუმროებს, ტურისტულ კომპანიებს. ჯამში ეკონომიკურ სარგებელზე, რომელსაც ქვეყანა იღებს პირდაპირ და ირიბად ტურიზმისა და მასპინძლობის სექტორიდან.
მათი პოზიცია იყო, რომ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის სამიზნე ბაზრების სიაში ევროპა და ევროპის ქვეყნები არის პრიორიტეტული. როგორიც არის დიდი ბრიტანეთი, საიდანაც საქართველოში პირდაპირი, რეგულარული ფრენები easyJet-ისა და ბრიტანული ავიაკომპანიით დაიწყო. საუბარი იყო ასევე ახალ ევროპულ ტურისტულ გამოფენებზე, სადაც ადმინისტრაცია სატესტო რეჟიმში მონაწილეობას გეგმავს, რომ მომდევნო წლიდან უკვე კერძო სექტორს შესთავაზოს ამ ევროპულ ახალ ბაზრებზე მონაწილეობა. ასევე განიხილა საზღვრის კვეთის საკითხიც, რაზედაც ადმინისტრაციაში გვითხრეს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროსთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან მჭიდროდ თანამშრომლობენ“, – ამბობს Discover Georgia-ს დამფუძნებელი.
