პირველ მოგებათა ფონზე, მერყევ შტატებში შედეგები გაურკვეველი რჩება

ამ ეტაპზე რესპუბლიკელი კანდიდატი, ყოფილი პრეზიდენტი 10 შტატში იგებს. დემოკრატი ვიცე-პრეზიდენტის, კამალა ჰარისის ანგარიშზე კი 7 შტატია. თუმცა, ჯერჯერობით უცნობი რჩება ის, თუ ვინ მოიგო გადამწყვეტ, შვიდ მერყევ შტატში.
გადამწყვეტ შტატებს შორის წელს ასახელებენ შემდეგ მერყევ შტატებს: ჯორჯია, ჩრდილოეთ კაროლინა, პენსილვანია, არიზონა, მიჩიგანი, ნევადა და ვისკონსინი. გამოკითხვების მიხედვით, ორივე კანდიდატს ამ შტატებში თანაბარი რეიტინგები აქვს.
ანალიტიკოსები მოელიან, რომ ამ გადამწყვეტ შტატებში კანდიდატთა შედეგებმა სულ ცოტა საათები, ან შესაძლოა, დღეების განმავლობაშიც კი დააგვიანოს. ვაშინგტონის დროით, საღამოს 8 საათზე ამერიკის შტატების ნახევარში, 25 შტატში საარჩევნო უბნები უკვე დახურული იყო.
ელექტორების ხმებით, ჯერჯერობით ლიდერობს. მის აქტივზე ამ ეტაპზე ელექტორთა კოლეგიის 101 ხმაა, კამალა ჰარისმა კი 71 ელექტორის ხმა მოიპოვა.

ასევე დაგაინტერესებთ

თენგო კირთაძე: საქართველოში ერთი „ბოსტანია“ ბიძინა ივანიშვილის და ბიძინა ივანიშვილი ბიძინა ივანიშვილს უსაფრთხოების სხდომის ფარგლებში დაელაპარაკება თუ საკუთარ დენდროლოგიურ პარკში, ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს

„სიკვდილი ამერიკას! სიკვდილი ისრაელს!“ – რუსეთში ირანის საელჩოსთან აშშ-ისრაელის მიერ ერთობლივი სამხედრო ოპერაციისას ლიკვიდირებული აიათოლა ალი ხამენეის პორტრეტებითა და ყვავილებით შეიკრიბნენ (ვიდეო)

გიგი წერეთელი – ვერ დავადასტურებ, რომ ფაშინიანი ან სომხეთი იქნება მთავარი მომრიგებელი დასავლეთსა და საქართველოს შორის, მაგრამ შესაძლებელია, გარკვეული როლის თამაში სთხოვოს „ქართულმა ოცნებამ”