პირველ კვარტალში ჯანდაცვის პროგრამების ნაწილში, ბიუჯეტის ათვისებამ 100.6% შეადგინა

ჯანდაცვის სამინისტრომ მიმდინარე წლის პირველ კვარტალში მილიარდ 921 მილიონზე მეტი ლარის საკასო ხარჯი აითვისა, რაც დაგეგმილის 99.6 %-ია, წლიურ ჭრილში კი ეს მაჩვენებელი 24.5%-იან შესრულებას ნიშნავს.
ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტზე, 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის 3 თვის შესრულებაზე საუბრისას განაცხადა.
რაც შეეხება ათვისების მაჩვენებლებს პროგრამების მიხედვით, კაკაურიძის განმარტებით, სოციალური დაცვის კუთხით გვაქვს მილიარდ 387 მილიონ ლარზე მეტი ათვისება, რაც 99.9%-იან ნიშნულს უტოლდება, ჯანდაცვის პროგრამების ნაწილში კი 413 მილიონ ლარზე მეტია ათვისებული, რაც 100.%-იანი შესრულების მაჩვენებელია.
კაკაურიძის თქმით, თანხების ათვისებისა და პროგრამების დაფინანსების კუთხით შეფერხება არ არის მოსალოდნელი.
წყარო: jandacva.ge