პირველმა ადამიანმა, რომელსაც ტვინში Neuralink-ის ჩიპი ჩაუნერგეს, გონებით კომპიუტერის კურსორის კონტროლი ისწავლა – ილონ მასკი

მილიარდერმა ილონ მასკმა განაცხადა, რომ პირველმა პაციენტმა Neuralink-ის ჩიპით შეძლო კომპიუტერის მაუსის კონტროლი გონების ძალით. მასკის ამ განცხადების შემდეგ, Neuralink-ის ტოკენის ფასი 37,4%-ით გაიზარდა.
შეგახსენებთ, რომ მასკმა ეს ჩიპი 2024 წლის იანვარში წარადგინა. შემდეგ მან განაცხადა, რომ იმპლანტაცია წარმატებით დასრულდა.
„პროგრესი კარგია და როგორც ჩანს, პაციენტი სრულად გამოჯანმრთელდა გვერდითი ეფექტების გარეშე. მას შეუძლია კომპიუტერის მაუსის კონტროლი გონების ძალით“, – თქვა მილიარდერმა.
ახალი ამბების ფონზე, Neuralink-ის კურსმა კვლავ გადააჭარბა $1-ის დონეს. ამ დროისთვის აქტივის ფასმა მიაღწია $1.99-ს, მაგრამ შემდეგ კიდევ შემცირდა.
აქტივი არანაირად არ არის დაკავშირებული მასკის კომპანიასთან. უფრო მეტიც, მილიარდერმა არაერთხელ განაცხადა, რომ არც ერთი მისი კომპანია არ გასცემს საკუთარ ტოკენს.

ასევე დაგაინტერესებთ