პირველმა ადამიანმა, რომელსაც ტვინში ჩიპი ჩაუნერგეს, თავისი შესაძლებლობების გაფართოებაზე ისაუბრა

პირველმა ადამიანმა, რომელსაც Neuralink-მა თავის ტვინში ჩიპი ჩაუნერგა, ხელახალი კონფიგურაციის და ელექტროდების ტვინიდან მოშორების შემდეგ, განაცხადა, რომ მას უფრო მეტი შესაძლებლობები აქვს, ვიდრე ექსპერიმენტის დასაწყისში, მიუხედავად იმისა, რომ ელექტროდების დაახლოებით 15% მუშაობს. ინფორმაციას rbc.ru აქვეყნებს.
პირველმა ადამიანმა ტვინში Neuralink-ის ჩიპით, ნოლან არბაუმ, „რია ნოვოსტისთან“ ინტერვიუში თქვა, რომ მოწყობილობის ეფექტურობა იზრდება რეკონფიგურაციის შემდეგ, რაც მაისში განხორციელდა. მისი თქმით, თავდაპირველად ოპერაციული ეფექტურობა დაეცა, მაგრამ კორექტირების შემდეგ მოხდა „სტაბილური ზრდა“ და ახლა გამოიყენება „ელექტროდების მთლიანი რაოდენობის დაახლოებით 15%”.
„ეს საკმაოდ მცირე რაოდენობაა… და მაინც, ახლა მე შემიძლია ბევრად მეტი გავაკეთო, ვიდრე ექსპერიმენტის დასაწყისში, როცა მათი დიდი რაოდენობა ჩემს ტვინში იყო. ეს უბრალოდ გამაოგნებელია“, – თქვა არბაუმ.
მან დასძინა, რომ თუ ექსპერიმენტის შემდეგი მონაწილე შეძლებს ყველა ელექტროდის ან 90%-ის მუშაობას, მაშინ ის „შეძლებს გააკეთოს ის, რაც ახლა ჩემთვის შეუძლებელია და ეს მომავლის დიდ იმედს იძლევა“.
Neuralink-მა ადამიანს ჩიპი პირველად იანვრის ბოლოს ჩაუნერგა. ოპერაცია ჩაუტარეს პაციენტს პარალიზებული კიდურებით. სპეციალისტები პროგნოზირებენ, რომ ის სრულფასოვნად შეძლებს სმარტფონის და კომპიუტერის მართვას აზრის ძალით.