The Washington Post-ი ვრცელ სტატიას უძღვნის იმას, თუ როგორ იყიდის ევროპა აშშ-სგან იარაღს უკრაინისთვის. გამოცემის ინფორმაციით, ამისთვის სხვადასხვა ფინანსური ინსტრუმენტი და მექანიზმი იქნება გამოყენებული.
მაგალითად, კიევის პარტნიორების ნაწილი შემდეგ სქემაზე ფიქრობს – მათ ხელთ არსებული შეიარაღების უკრაინისთვის გადაცემა და შემდგომ მათი ახალი შენაძენებით ჩანაცვლება, ასევე სხვა ქვეყნებისთვის განკუთვნილი მიწოდების უკრაინაში გადამისამართება.
ნორვეგიაში უკრაინისთვის სამხედრო დახმარებისთვის ქვეყნის ნავთობის გაყიდვით მიღებული შემოსავლის გამოყენებას გეგმავს. ნატოს გენერალური მდივნის, მარკ რუტეს თქმით, კიდევ სულ მცირე 6 ქვეყანა – დანია, შვედეთი, ფინეთი, დიდი ბრიტანეთი, ნიდერლანდები და კანადა ასევე მზად არიან უკრაინისთვის ფინანსური მხარდაჭერის გასაწევად.
რაც შეეხება შეიარაღების ტიპს, საჰაერო თავდაცვის სისტემებთან ერთად, კიევს შესაძლოა გადასცენ სარადარო და რადიოელექტრონული ბრძოლის სისტემები, არტილერია და ა.შ. WP-ს წყაროს მიხედვით, პირველი შესყიდვებისთვის 10 მილიარდი დოლარი იქნება საჭირო.
imedinews.ge
