ერთა ლიგის პირველ ტურში, პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ჩეხეთს 1:0 ამარცხებს.
თამაში ორივე გუნდმა ფრთხილად დაიწყო, პირველი მომენტი სტუმრებმა შექმნეს, როდესაც შიკის დარტყმული ბურთი მამარდაშვილმა მოიგერია. ჩეხები გარკვეული პერიოდი უპირატესობას დაეუფლენ, უფრო მარჯვენა ფლანგიდან გვიტევდნენ, საიდანაც ცენტრში აკეთებდნენ გადაცემებს. მასპინძლები სწრაფი კონტრიერიშებით ცდილობდნენ მიზნის მიღწევას, კვარაცხელიას გარღვევას და ჩაკვეტაძის დარტყმას შედეგი არ მოჰყვა. შემდეგ ცოუფალმა ხვიჩას სახეში იდაყვი ჩაარტყა და ყვითელი ბარათი მიიღო. მერე ჩაკვეტაძის დარტყმულ ბურთს მეკარე კოვარჟი დაეუფლა, ქოჩორაშვილმა მცირედით ააცილა ბურთი კარს. 32-ე წუთზე კრეიჩმა „კვარა“
საჯარიმოში წააქცია და პენალტი თავად დაზარალებულმა ზუსტად შეასრულა. ქოჩორაშვილთან უხეშობის გამო მსაჯმა ყვითელი ბარათი კრალს უჩვენა. ბოლოს მიქაუტაძემ ვერ უწია მიზანს და პირველი ტაიმი 1:0 დასრულდა.
თბილისი. „მიხეილ მესხი“
საქართველო – ჩეხეთი
გოლი: კვარაცხელია (33, პენ)
საქართველო: მამარდაშვილი, კაკაბაძე, კაშია, გველესიანი, დვალი, ლოჩოშვილი, ქოჩორაშვილი, კიტეიშვილი, ჩაკვეტაძე, კვარაცხელია, მიქაუტაძე