2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ჯგუფური ეტაპის პირველ შეხვედრაში საქართველოს საფეხბურთო ნაკრები თურქეთთან მარცხდება. ანგარიში პირველი ტაიმის შემდეგ თურქების სასარგებლოდ შეადგენს 0:2.
შეხვედრა თბილისში, „დინამო არენაზე“ მიმდინარეობს. მატჩის დაწყებამდე საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი ნიკა კვეკვესკირი გულშემატკივარს დაემშვიდობა, მან საფეხბურთო კარიერა 33 წლის ასაკში დაასრულა, კვეკვესკირი ნაკრების სამწვრთნელო შტაბის წევრი გახდა.
