პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ჩეხეთთან 0:2 მარცხდება

ერთა ლიგის ბოლო, მეექვსე ტურში საქართველოს ნაკრები პირველი ტაიმის შემდეგ ჩეხეთთან 0:2 მარცხდება.
მატჩი მასპინძელთა შეტევებით და შულჩის გოლით დაიწყო. საქართველოს ნაკრებმა შეტევებით უპასუხა, კვარაცხელიას პასი ლოჩოშვილმა მიიღო, დაარტყა კიდეც, მაგრამ ბურთი მეკარე კოვარჟმა მოიგერია. შემდეგ „კვარას“ ჩაწოდებული ბურთი მეტოქის მცველს საჯარიმოში მცველს მოხვდა, მაგრამ მსაჯმა პენალტის დანიშვნა საჭიროდ არ მიიჩნია. 24-ე წუთზე კი გლოჟეკმა თავის მიერვე მოპოვებული საჯარიმოდან გაგვიტანა და ჩვენი გუნდი მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა. ცოტა ხანში ჩეხებს კიდევ მიეცათ შანსი და იაგიელკას გატანა მამარდაშვილმა არ დაანება. მერე მომენტი
მიქაუტაძე ვერ გამოიყენა. ჩვენი გუნდის მწვრთნელი სანიოლი ვა-ბანკზე წავიდა, გველესიანი დავითაშვილით შეცვალა. 43-ე წუთზე “კვარას” დარტყმული ბურთი ძელს მოხვდა და პირველი ტაიმი 2:0 დასრულდა.
ოლომოუცი. „ანდრუვი“
ჩეხეთი – საქართველო
გოლები: 1:0 შულცი (3), 2:0 გლოჟეკი (24)

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში