კვიპროსის ქალაქ ლიმასოლში 2025 წლის ევრობასკეტის C ჯგუფის პირველ ტურში საქართველოს ნაკრებმა ესპანეთის ნაკრებს პირველი ტაიმი 37:35 მოუგო.
მიუხედავად იმისა, რომ თორნიკე შენგელიას მატჩში მონაწილეობა კითხვის ნიშნის ქვეშ იდგა, ნაკრების კაპიტანი მაინც თამაშობს. საქართველოს ნაკრების ძირითადი ხუთეული ასე გამოიყურება: ბოლდუინი, სანაძე, მამუკელაშვილი, შენგელია, ბითაძე.
ჯიკიჩის გუნდმა თამაში შესანიშნავად დაიწყო, კარგად გამოვიყურებოდით როგორც დაცვაში, ასევე შეტევაში. საქართველოს ნაკრებმა ესპანეთს პირველი მეოთხედი 20:17 მოუგო.
ინიციატივა არც მეორე მეოთხედში დავთმეთ, გოგა ბითაძისა და სანდრო მამუკელაშვილის ბრწყინვალე თამაშის წყალობით, საქართველოს ნაკრებმა მოქმედ ევროპის ჩემპიონს პირველი ტაიმი მოუგო.
პირველ ტაიმში ყველაზე შედეგიანი დუდა სანაძე აღმოჩნდა, მსროლელმა 11 წუთში 11 ქულის ჩაგდება მოახერხა, გოგა ბითაძემ 12 წუთში 8 ქულა, 4 მოხსნა და 2 შედეგიანი პასი დააგროვა. სანდრო მამუკელაშვილმა კი 17 წუთში საკუთარ გუნდს 8 ქულა, 4 მოხსნა და 4 ასისტი შესძინა.
· ბარაქა გოგი ბარაქა, ბარაქა!!!
თურქეთი მაგრად იწყებს – ლატვია შინ 20 ქულით დამარცხდა
ყველაფერი, რაც ევრობასკეტზე უნდა იცოდეთ – საქართველოს ნაკრების უპირატესობა, 3 ფავორიტი და ე.წ. Dark Horse
ყველაფერი, რაც ევრობასკეტზე უნდა იცოდეთ – საქართველოს ნაკრების უპირატესობა, 3 ფავორიტი და ე.წ. Dark Horse
ესპანეთის საკალათბურთო ნაკრები საკუთარ მოედანზე პოლონეთისგან მარცხს გადაურჩა
ევრობასკეტზე ჩასულ საქართველოს ნაკრებს კაპიტანი თორნიკე შენგელია ლიმასოლში დახვდა
ევრობასკეტ 2025-ის მეოთხე მასპინძელი პოლონეთი იქნება
ესპანეთსა და ავსტრალიას ოვერტაიმი დასჭირდათ – მსოფლიოს ჩემპიონატის პირველი ფინალისტი ცნობილია [VIDEO]
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ბოლო სპარინგიც წააგო – რა იქნება ევრობასკეტზე?
Marca: საქართველოს ნაკრების სერიოზული პრობლემა – შენგელიას ექიმების რჩევის მიუხედავად ნებისმიერ ფასად თამაში სურს
ნაკრებმა კვიპროსში პირველი ვარჯიში სრული შემადგენლობით, თორნიკე შენგელიასთან ერთად ჩაატარა
თურქეთი მაგრად იწყებს – ლატვია შინ 20 ქულით დამარცხდა
ევრობასკეტ 2025-ზე საქართველოს ნაკრების კალენდარი ცნობილია
