პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები თურქეთთან 0:3 მარცხდება

მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეოთხე ტურში, პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები თურქეთთან 0:3 მარცხდება.
„ჯვაროსნების“ მწვრთნელმა სანიოლმა წინა მატჩისგან განსხვავებით კაშიას და დვალის ნაცვლად ძირითად შემადგენლობაში ლოჩოშვილი და დავითაშვილი დააყენა და შეგირდები მოედანზე 4-3-3 ტაქტიკური სქემით გაიყვანა. მასპინძლები თავიდანვე დაეუფლენ ინიციატივას და იილდიზმა დააწინაურა, რომელიც კაკაბაძეს გაექცა. მსაჯმა თავიდან თამაშგარე დააფიქსირა, მაგრამ ვიდეოარბიტრმა გოლი ჩათვალა. შემდეგ კი კუთხურიდან ჩაწოდებულ ბურთს დემირალმა თავით მამარდაშვილის კარში მიუჩინა ადგილი და შუა პირველ ტაიმში მძიმე სიტუაციაში აღმოვჩნდით. ჩვენი ნახევარდაცვა ბურთის დაჭერას და მეტოქის პრესინგის გადალახვას ვერ ახერხებდა, გრძელი გადაცემებით ცდილობდნენ წინ წაწევას, რაც უშედეგოდ სრულდებოდა და ლოგიკურად მესამე გოლიც გავუშვით.
თურქეთი – საქართველო
გოლები: 1:0 იილდიზი (14), 2:0 დემირალი (22), 3:0 აკგიუნი (35)
საქართველო: მამარდაშვილი, კაკაბაძე, ლოჩოშვილი, გოგლიჩიძე, გოჩოლეიშვილი, კიტეიშვილი, მექვაბიშვილი, ქოჩორაშვილი, დავითაშვილი, კვარაცხელია, მიქაუტაძე
· კახა თამაშამდე ვთქვი რომ კაშიას და დვალის ორივეს მოხსნა თამაშიდან არ შეიძლებოდა. ლოჩო და გოგლიჩიძე არ არიან გამოცდილები და შეთამაშებულე ი.
· Gio Mamarda gamocvale coduaa amat xelhi
· SOS-ს კობის არაფერი არ ეხება მეგობარო, პრეზიდენტია და დეპუტატიც, მეტი რა ქნას? 😁
· SOS კობიაშვილო,გავიგეთ რომ საქართველოს ჩემპიონატი და კლუბები არ გეხება და ნაკრებების რეგრესიც არ გეხება??აბა რა მაქნისი ხარ!?
· 1 Sagol Dzmao!! magra itamashet!! egre gaagrdzelet
· სანიოლი ჩვენი ნაკრების დაცვას ქვია, ირკა დირკა
· ასეა რა სანიოლი ბრიგადა ყავს ქლიავების
· sagnol OUT ტიპი რა იდიოტია, გადამწყვეტ ტამი დააყენა ისეთი დაცვის წყვილი, რომელიც მანამდე 10-ჯერ უნდა გამოეცადა და ჯიუტად არასდროს ქნა. მექვაბიშვილს ხომ ვერა და ვერ ელევა, ქოჩორაშვილზე ხომ აღარცაა ლაპარაკი, ტიპი არ თამაშობს, ფორმაში საერთოდ არაა, მარა ეს ხომ ქართული მაფიაა, უსამართლოდ მოქცევაში ხედავენ კაცობას. კაპიტნობაა და რა შუაშია კვარაცხელია კაპიტნობასთან: ჯერ პატარაა მაგისთვის, არცაა საკაპიტნე ტიპი, არის სამკლაურის სწორებაში და თავის საქმესაც ვეღარ აკეთებს. აქეთ კიდევ, ვინც უნდა იყოს კაპიტანი, ის დარბის გაბუტული ამის გამო. გოჩოლეიშვილია და ვერ გაიგო ამ ევროპიელმა რომ მარცხნივ ვერ თამაშობს. კაკაბაძეც არაა ფორმაში და შეეძლო მის ადგილზე ამის დაყენება, მარცხნივ კი აზაროვი ან ლოჩოშვილიც შეიძლებოდა. მოკლედ, სრული კრახი როგორც ყოველთვის, ევროპის ჩემპიონატის ჩათვლით, რომელიც უვიცთ კარგი ფეხბურთი ეგონათ. სანამ რაღაც რადიკალურად არ შეიცვლება ყოველთვის ასეთ ჭაობში ვიქნებით, მცირე გამონათებებს თუ არ ჩავთვლით. სამართლიანობა არავის უნდა, არც ხალხს და არც პატივცემულ გვამებს და სხვანაირად არც იყო მოსალოდნელი. ერთია, რომ ფულის შოვნა კი შეიძლება ამათზე, იმდენად შტერები არიან.
· ჰაიმე გასაგებია, კაშიას ამოგდებას მთელი საქართველო ითხოვდა, მაგრამ დვალი ვინ და რატომ ამოაგდო!… ვინმეს აქვს პასუხი?!… რამდენმცველიან ტაქტიკაში აქვთ ადგილი ნამდვილ მცველებს საქართველოს ნაკრებში?!…
· დაზღნარდით არაუშავს- ეხლა მეორე ტაიმი წინ გვაქვს და 6:0 ზეც ავაალთ:))))
· მარგალი მთავარია ყვითელი არ მივიღოთ, თან მედლებიც დაგვეზოგება! რა დროის ფეხბურთია, ქვეყანა თავზე გვემხობა!!!
· ნაკრები არ ვარგა სანიოლი გავიტანოთ და ვინ დავნიშნოთ:)))
· ზაალი ელემენტარულია როდესაც მათ მცველს აქვს ბურთი, არავინ აწუხებს და თავისუფალია, დაცვა წინ კი არ უნდა ავარდეს, არამედ უკან უნდა დაიწიოს… მეკარეც ცოტა მაღლა უნდა ამოვიდეს.. 12 წლის ბავშვებს ამას ასწავლიან… ხვიჩა შენ კიდევ ცოტა უნდა გაინძრე, ბევრჯერ უნდა მიიღო ბურთი, თორემ ვიტინია ჩვენ არ გვყავს, მოგიტანოს ბურთი… მერე რომ წავაგებთ, გინდა დრამატული თვალებით გადაგიღონ სურათი და გინდა იტირო, არ აქვს მნიშვნელობა..
· გია ესმით მერე ამდენი, რომ სანიოლია წასასვლელი? ჯვარი აქვთ ამ კმ-ზე დაწერილი.
· ემიგრანტი სანიოლი თუ კიდევ არ წავა ან არ გაუშვებენ ამ თამაშის წაგების შემთხვევაში, მიზეზად გუნდის მშენებლობას და სისულელეებს მოიმიზეზებენ, მტკიცება იქნება ფედერაციის კორუფციული სქემისა.
· levoo 4-3-3 რაარის ბარსელონა ვართ? გაგიჟდა სანიოლი მგონი. თურქეთს ეთამაშები გასვლას უპრინციპულეს მატჩში და სამი ცენტრალური მცველი არ უნდა დააყენო? დვალი რატომ ზის? გელაშვილი მაინც დაემატებია მესამე ცენტრად. მერე კიდევ, ეს დავითაშვილი გადაიყვანეთ კვარას ფლანგზე, რა მიხვედრა მაგას უნდა და გოცოლეიშვილი მარჯვნივ. მექვაბისვილი რა პონტში თამაშობს? რაუნდა, მის ფარჩაკ გუნდში ახეხიებენ სკამს და აქ რატო უნდა ათამაშო? გოუსვით ეს სანიოლი , აზრზე არაა მწვრთნელობის. რა ტაქტიკა ეგაა, ვისთან ვინ უნდა დააყენო და როგორ ითამაშო არ უნდა იცოდე? ფედერაცია მოიყვანეთ ვინმე ნორმალური. ბურტის დამჭერი არაა ცენტრში და ვაკო მაინც ცამოგეყვანათ, პაპუნა ფორმაშია. რა გინდათ ვერ გავიგე
· თემური გამოჩნდა ეხლა, რომ ჯერჯერობით კაშია საჭირო ყოფილა გუნდში!
· კაი რა! არც ესენი უქნია ღმერთს- დიდი არაფერია ესენიც
· ვაჟა გაუჭირდებოდათ, პანიკაში არიან, რისი მომგებები არიან ესენი, თურქის დანახვაზე ფეხები ეკვლანჭებათ და ებლანდებათ
· ეგრეა აბა როგორ გინდა რა თქმა უნდა კაშიას ბრალი- გაიპარა და არ დადგა ძირითადში
· Bruce Lee მეღიმება იმათზე ვინც მარტო სანიოლს აბრალებს ყველაფერს. პირველ რიგში სუსტი ფეხბურთელები გვყავს (კვარას გარდა) უსუსური ჩემპიონატი, უსუსური აკადემიები, სუსტი ფსიქოლოგია და დისციპლინა. ტიპებმა 2025 წელს ის ვერ შეიგნეს, რომ პრესინგი და ბურთის გარეშე სირბილი, ხერხემალია თანამედროვე ფეხბურთის. (ამას არც სანიოლი უშველის და არც ანჩელოტი). ჰო, და კიდევ ქოცური საძმაკაცო სახელად ფეხბურთის ფედრაცია არ დავივიწყოთ
· ენას ძვალი არა აქვს როცა დავწერე მწარედ წავაგებთ- დამესია ადგილობრივი გონებადახშული ბიომასა. ეხლა საწინააღმედო აზრზე დადექით? მაგრა მეზიზღებით ფლიგი და გაიძვერა ბიომასა
· რას ფიქრობენ თევზები ფეხბურთია თუ პორნოგრაფია.ძველი დრო გამახსენდა.დავბრუნდით ისევ იქ,სადაც ვიყავით.თამაშის წინ დიდი ბაქი ბუქი და იმედები.მეათე წუთზე უკვე წაგებული თამაში
· Gigi შეცვალედ დროულად სანიოლი
· ჯონი კარგად დავიწყეთ ….მაგრამ დაცვაა რა ხდება რა … ქოჩორა და კიტე ძალიან არასწრაფად ღებულობენ გადაწყვეტილებას .. არ ყოფილა ჩვენი საშველი არა …
· ანაგელი ესე იგი ფეხბურთის თამაში ისწალონ!!!
· RR ერთხელ მაინც გამომიქვეყნეთ გინება!
· რაგბის ფანი 4-3-3-ზე ჩვენი გუნდი ირევა. სანიოლ-მურვანყრუს ვერ გააგებინეს!
· დდდ სანიოლი ახალგაზრდაა ჯერე… ასე 20-30 წელი კიდევ უპრობლემოდ გაქაჩავს საქართველოს ნაკრებზე ნერვიულობას… კობიაშვილი, ხიზანიშვილი, იაშვილი და ყაველაშვილიც, კიდევ უფრო ახალგაზრდები არიან, ასე, რომ მომავალი ჩვენია…
· ჯუანშერი მწვრთნელი უნდა წავიდეს და მოიყვანონ ტოპ დონის გადაუხადონ ფულები მხოლოდ დამხოლოდ ტოპ მწვრთნელი გვიშვენლის თუ არადა ქართველი
· გიორგი ვფიქრობ, დროა სანიოლის მადლობა გადაუხადოთ გაწეული მუშაობისათვის, დავასვენოთ და ახალი მწრვთნელი ვეძებოთ.
· ნიკა ესპანეთს სდომებია სანიოლი მწვრთნელად. ნამეტანი ბევრ გოლს ვიტანთ, ცოდვაა მეტოქეები და ვილი გვიშველისო.
· ემიგრანტი წლებია ვწერ უკვე სანიოლი არაათქო მწვრთნელი ფედერაციის კორუფციის ნაწილია. სახელმწიფო წყობა და სპორტი მიბმულია ერთმანეთზე. ერთა ლიგის მოგება ფარერებთან და ევროპაზე გასვლა თუ კარგი შედეგი გგონიათ რავიცი იყავით ისევ ჩუმად. ევროპაზე მაინც გავიდოდით სულ რომ ვაისი დარჩენილიყო მწვრთნელად.
· რაგბის ფანი სიმართლეს ამბობს, დისლაიქს როგორ უწერთ? ცენტრალური მცველის გარეშე ათამაშებს გუნდს სანიოლ ჯიუტი.
· L.J. Ukve nervebic agar meshleba da egaa ubedureba 🙁
· !! ჯოგი კვარაცხელიას კაპიტნობით
· ზაზა მოკლედ ჩვენი ამბავი ასეა, სანამ მცველები და ჩამშლელები სისწრაფეზე თამაშს არ ისწავლიან და არაფერი არ გამოვა ამ საქმიდან. პ.ს. ხო კიდევ, ერთი შეხებით ბურთის დამუშავება და ზუსტი პასიც უნდა დაამუღამონ. აი მერე შეიძლება რაღაც გამოვიდეს.
· გია უსუსურები
· ოთარი სანიოლი გაიტანეთთთთთ
· გიორგიპირველი როგორ წერთ, კაკაბაძეს გაექცაო? კაკაბაძე იმიტო აღმოჩნდა იქ, რომ არავინ გაინძრა, ვისაც ევალებოდა მაგ კონკრეტულ მომენტში.
· ნელსონ მანდელა 1-0 -ზე გამოვრთე. ფაქტია რომ არც თუ ისე ცუდი ფეხბურთელი გვყავს ასე უშანსოდ და მარტივად რომ ვაგებდეთ ასე რომ 100 პროცენტი ტრენერის ბრალია. ჩემი აზრით თამაშის შემდეგ უნდა გადადგეს
· დავითი მარცხდება კი არა ნადგურდება.სანიოლი მაგარი მშიშარაა,რაც ესპანეთთან იყო ისაა თურქეთთან.ეკ კაკაბაძე დონდლოა რაა
· ზურა სამარცხვინო გუნდი.დაცვა საერთოდ არ გვყავს.
· ლ ესეთი თაობა ჩვენ არ გვყოლია დაუმოკიდებლობის ისტორიაში და შეიძლება კიდევ დიდი ხანი არ გვყავდევს. ნუ შევწირავთ მუსიე ვილის. მწვრთნელი შესაცვლელია სასწრაფოდ.
· რაგბის ფანი სანიოლს 1000-ჯერ აუხსნეს რომ 4-3-3 ჩვენი წამგებიანი ტაქტიკაა.მაინც ვირზეა შემჯდარი და ძალით გვიღუპავს ამ ოქროს თაობას! ზურიკო დავითაშვილი ცოტა დაფიქრდეს, ამდენი ეგოიზმი ნაკრების მაისურით – ტეხავს!
· qartul ocnebas gaumarjos gubernias gaumarjos რა პრეზიდენტია ის ნაკრებია ქოცების და მერუსუთუმეების ჯოგი.უსისხლო და უჯიგრო. გეგონება 11 სურიკა არის მოედანზე დავითაშვილის გარდა. კვარაცხელოვმა ფეხბურთზე კაი ხანია ხელი ჩაიქნია რაც ცოლი მოიყვანა და ტრიპაჩომაბ კიდე დახუპა
· მშვიდობით მსოფლიო 🥲
· ლაშა პირველი ტაიმი იყო მწვრთნელის სრული ჩავარდნა.
· გიო ვაგებთ,მაგრამ ჩვენი პრეზიდენტის სტადიონზე ყოფნამ,ცოტა შვება მომგვარა-ქართული ჰაბიტუსი გამორჩეულია.
· ვახო… გუნდს, რომელსაც ჰყავს, კვარაცხელია, მამარდაშვილი, მიქაუტაძე და სხვა ნიჭიერი ფეხბურთელები, იმსახურებს უკეთეს მწვრთნელს და ეს ფაქტია!
· rrr ხოო გამოხტით ახლა და ესეც კაშიას დააბრალეთ.დდდდდდდდ
· Achi Vin sad dgasda sad darbian arician neta Ra schirt ?!?
· Gio Sircxvili
“ფინალი საქართველოსთვის და ჩვეულებრივი მატჩი თურქეთისთვის” – რა ითქვა შეხვედრის წინ?
სანიოლი: გამარჯვება? რატომაც არა, ცხოვრებაში ყველაფერი პირველად ხდება
მექვაბიშვილი მიიჩნევს, რომ თურქი გულშემატკივარი მათთვის წნეხი კი არა, დამატებითი მოტივაცია იქნება