მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ ტურში, პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები თურქეთთან 0:2 მარცხდება.
ჩვენი გუნდის მწვრთნელმა სანიოლმა ტრავმირებული კიტეიშვილის და ჩაკვეტაძის ნაცვლად სასტარტოში მექვაბიშვილი და დავითაშვილი დააყენა. სტუმრებმა დებიუტშივე მოახერხეს დაწინაურება – კუთხურიდან ჩაწოდებულ ბურთს მიულდურმა თავით მამარდაშვილის კარში მიუჩინა ადგილი. „ჯვაროსნები“ თამაშის დალაგებას ვერ ახერხებდნენ, მექვაბიშვილის შეცდომის შედეგად თურქებს კარგი შანსი მიეცათ, მაგრამ მეტოქის შემტევის დარტყმული ბურთი გოგლიჩიძემ დაბლოკა. აქედან მოყოლებული ჩვენი გუნდი უპირატესობას დაეუფლა, იერიშებზე გადავიდა, რამაც შედეგი ვერ გამოიღო. მეტოქე ბურთს აკონტროლებდა, უფრო დამაჯერებლად გამოიყურებოდა და დაცვის მორიგი შეცდომის გამო მეორე გოლი გავუშვით. ბოლოს ქოჩორაშვილის ჩაწოდებული ბურთი ლოჩოშვილმა ჩაქირის კარში ვერ გადაგზავნა და პირველი ტაიმი 0:2 დავთმეთ.
საქართველო – თურქეთი
გოლები: 0:1 მიულდური (3), 0:2 აქტიურკოღლუ (41)
საქართველო: მამარდაშვილი, კაკაბაძე, კაშია, გოგლიჩიძე, ლოჩოშვილი, წიტაიშვილი, ქოჩორაშვილი, მექვაბიშვილი, დავითაშვილი, კვარაცხელია, მიქაუტაძე
· გელა ხვალ სამუშაოდ არ გავალთ მშენებლობაზე.თურქები უნდა ვნახო ერთი 4-5 კაცი და საქეიფოდ უნდა წავიყვანო სადმე.იქნება სმა-ჭამაში მაინც ვაჯობოთ.ვაი ჩვენ დღეს.რა ბნელი დღე გვაქ სპორტში.შავი 4 სექტემბერი
· წადი რაა კაშო დაბერდი ვეღარც ხტები და ვერც ინძრევი დროულად. კაშიამ თავი უნდა გვაგინებინოს? სანიოლიც მაზოხისტია თუ დაბრმავდა? სამივე გული კაშიაზეა.
· სიმართლე Kashia sanam xalxi ar gaglanzgavs manamde ar unda waxvide nakrebidan wadi zmao kargad ar girchevniaa?!
· 912 სამარცხვინოები
· riki თავიდანვე ვიცოდი რომ განწირულები ვიყავით კიტეს გარეშე მაგიტომ ღრმად შევისუნთქე და 300 ევრო ვტენე თურქების მოგებას 2.45 ჰქონდა. თან არ ვიცი რატომ მაგრამ უკვე დამისვა ნაადრევად ბეტ365-თმა თანხა ანგარიშზე. ასეთი მოკლე სკამით და ძირითადში მოთამაშე ფეხბურთელებით რომლებიც მეორე ლიგაში და სლოვენია რუმენეთ-პოლონეთში მოთამაშე ფეხბურთელებით ვერაფერს მივახწევთ.
· A როგორც მოდელებივით ჩამოვიდნენ, ზუსტად ეგრე თამაშობენ კიდეც, გუნდი ბარდაგი კალათბურთში ფეხბურთში
· კახი ნახევარდაცვის ცენტრი არის ნული. ქოჩორა და მექვაბიშვილი უსუსურად გამოიყურებიან. კიტეს და ჩაკვეს გარეშე ბურთის ამომტანი არავინაა.
· ლევანი პერველ ტაიმში, ჩვენი დაცვა არის, დაბნეული ბატების სბროდი, მეკარიანად. არ ველოდი, რატომ გვარცხვენთ? ეს არ არის ფეხბურთი, მეეჭვება მეორე ტაიმში რამე შეიცვალოს.
· გელა ისევ ძველი “პლასტინკა”დატრიალდა ქართულ ფეხბურთში.ადრე იყო და ხმლით და …. გვარბევდნენ და ზედ გვასხდნენ ყიზილბაშები(ეხლანდელი თურქები).ეხლაა და ხმალი მოდაში არაა,მაგრამ ბურთითაც გვჯობნიან ეს ჩემისები.რა სასჯელი გვაქ ესეთი რო ამათთან გამარჯვებას ვერ ვეღირსეთ
· ეჰეეეეეეეჰეეეე დავითაშვილი ნაკრებში არის მეორე ტაიმის კაცი მექვაბიშვილმა სადაა ეხლაც არიცისს!! კაშია დაბერდა სანიოლლ დაბერდაააააააა!!!ლოჩოშვილის ადგილზე ბევრად ჯობდა აზაროვი დაეყენებინა..სამების ხალხით ვეთამაშებით თურქეთს ყველა ვინც სასტავშია 80 პროცენტი ზამენაა თავის გუნდში
· რაგბის ფანი კაშიამ ბარემ თურქეთის მაისური ჩაიცვას. იმათი კარიდან ბურთი გამოიტანა. ჩვენს საჯარიმოში თურქებს ასისტი უკეთა.
· zaza როგორც გუნდი ბევრად გამართულ ტექნიკურ ფეხბურთს თამაშობს, ჩვენ კი ფაციფუცის თამაში იყო! კაშიაზე ვიძახით რომ ვერ თამაშობსო მაგრამ ვინ გვყავს მაგაზე კარგი ცენტრალური მცველი ვისაც დავაყენებდით მაგაშია პრობლემა. მექვაბიშვილი სრული კატასტროფა არადა ამ პოზიციაზე გაგნიძე, ლომინაძე ორივე ახალგაზრდა კარგი ფეხბურთელია რა მოწონთ ამ მექვაბიშვილში გამაგებინა! მამარდაშვილიც არ მომწონს რაღაცნაირი აჭრილია დღეს. ჩაკვე და კიტეს გარეშე გამოჩნდა რომ ბურთის დამჭერი და მიმტანი თავდასხმის ხაზზე არავინ არის და მარტო დავითაშვილის ან კვარაცხელიას იმედზე უნდა ვიყოთ რომ 4 კაცს მოატყუებენ და გოლს გაიტანენ?? ამიტომაც არის 0-2
· ალექს მოდი ნერვებს გაუფრთხილდით ყველა და ტყუილად ნუ გაჯორავთ ნურც მწვრთნელს და ნურც ფეხბურთელებს. ამ გუნდს ჩაკვე და კიტე რო დააკლდება რაღა დარჩა მისგან, ვინ უნდა მიაწოდოს პასი ჟორჟს და კვარას, პრესინგიდან ვინ უნდა ამოიტანოს ბურთი, ვინ უნდა ჩაშალოს შეტევა- მარტო ქოჩორამ? ლოგიკური შედეგი ამ ორი გუნდის დონის გათვალისწინებით. არაფერს სხვას არ ველოდი და ნუ გადაყვებით. ჯობია საბერძნეთს ვუგულშემატკივროთ დღეს, ეგებ სახე შეგვინარჩუნონ მათ მაინც..
· სამაგიეროდ ისეთი ბრენდული ჩანთებით ჩამოგვივიდნენ და გაგვიხარეს გულები. თურქებთან რატომ მოიგებენ, ცოლების გულებს იგებენ…ვაჟკაცები!
· გიო ესე იგი, კიტეიშვილი რომ “ტრავმას” იღებს, ის თამაში წაგებულია. გაიხსენეთ კარგად, წინასწარ იცის,თუ რა არის. ჩვენც გვითხრას და დავაქცევთ ტოტალიზატორს.
· ეჰ ეჰ ეჰ ეჰ ეჰ გაგვიჭირდებოდა ეჰ საცოდავო უჟილკო საქართველოოო რა დრო დაგვიდგა გადაგვჟლიტეს თურქებმა ეჰ ეჰ ეჰ ეჰ ეჰ
· A ესაა სანიოლი!! უტაქტიკო, ინდივიდუალიზმზე დამოკიდებული ფეხბურთი.. ერთა ლიგის ც ჯგუფის დონე. მეტი არა…
· !! დავითაშვილს და ლოჩოშვილს რომ იძახებ ნაკრებში იქ მთავრდება ყველაფერი…
