პირველი ტაიმის შემდეგ პსჟ ინტერ მაიამის 4:0 ამარცხებს

მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის მერვედფინალში პსჟ პირველი ტაიმის შემდეგ „ინტერ მაიამის“ 4:0 ამარცხებს.
მოლოდინისაბრებ უპირატესობას თავიდანვე პარიზული გუნდი დაეუფლა, კვარაცხელიამ დრიბლინგის შემდეგ პასი ბარკოლას გაუკეთა, რომელსაც გატანა მეკარე უსტარიმ არ დაანება, თუმცა მალე პსჟ ნევეშმა თავურით დააწინაურა. „პარი სენ ჟერმენი“ განუწყვეტლივ უტევდა და მომენტებს ქმნიდა: ფაბიანის გოლი თამაშგარეს გამო არ ჩაითვალა, ხვიჩას დარტყმული ბურთი ოდნავ ასცდა მიზანს, ცოტა ხანში ქართველი მეურვეს გაექცა და უსტარიმ არ გაატანინა, 38-ე წუთზე კი ნევეშმა დუბლი შეასრულა. მერე დუეს ჩაწოდებულ ბურთს ავილესმა საკუთარ კარში მიუჩინა ადგილი, ბოლოს ჰაკიმიმაც გაიტანა და პირველი ტაიმი 4:0 დასრულდა.
პსჟ – ინტერ მაიამი
გოლები: 1:0 ნევეში (6), 2:0 ნევეში (39), 3:0 ავილესი (45, საკ. კარში), 4:0 ჰაკიმი (45+3)

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში